მამა  ტარიელ სიკინჭილაშვილს ტელეფონზე მუქარის გზავნილები მიდის

მამა ტარიელ სიკინჭილაშვილს ტელეფონზე მუქარის გზავნილები მიდის

მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, რომელიც კოალიცია ქართულიმ ოცნების ღია მხარდამჭერია  ტელეკომპანია მეცხრე არხთან მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.

 მამა ტარიელის განცხადებით,  ბოლო პერიოდში მის ტელეფონზე მიდის მუქარის გზავნილები, რომ თავი დაანებოს კოალიცია ქართული ოცნების მხარდაჭერას და ნაციონალური მოძრაობის კრიტიკას. ასევე, მას დაახლოებით ერთი თვის წინ საგურამოს გზაზე, როდესაც მოძღვარი ტაძარში მიდიოდა, ე.წ. ზონდერ ჯგუფი დახვდა, მისი მანქანა გააჩერეს და მოძღვრის შეშინება სცადეს.

 მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ დაუდგენელი პირები შეიარაღებულები იყვნენ. თავის დროზე მოძღვარმა ეს ამბავი არ გაახმაურა, რათა მოსახლეობა არ შეეშინებინა, თუმცა დღეს გადაწყვიტა რომ პერმანენტულ მუქარაზე მეცხრე არხთან ესაუბრა.