სააკაშვილი ლაშა შავდათუაშვილის ოჯახს ესტუმრა

სააკაშვილი ლაშა შავდათუაშვილის ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარალეთში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ოჯახს ესტუმრა. პრეზიდენტმა ლაშა შავდათუაშვილის მშობლებს შვილის წარმატება მიულოცა, თავად ოლიმპიურ ჩემპიონს კი, რომელიც ლონდონში იმყოფება, ტელეფონით ესაუბრა.