ამერიკაში სიკხების ტაძარზე თავდასხმა განხორციელდა

ამერიკაში სიკხების ტაძარზე თავდასხმა განხორციელდა

ამერიკის შტატ ვისკონსინში, ქალაქ მილოუკის გარეუბანში სიკხების  ტაძარზე თავდასხმისას შვიდი ადამიანი დაიღუპა-ექვსი მრევლის წევრი და ერთიც დამნაშავე. სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, კრიტიკულ მდომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ტაძარში დამნაშავე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. პოლიციელებმა საპასუხო სროლა განახორციელეს. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მძიმედ დაიჭრა“,-განაცხადა პოლიციის უფროსმა ჯონ ედვარდსმა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ დამნაშავე ძლიერი რელიგიური სიძულვილით იყო შეპყრობილი.