სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაცია გიორგი სიბაშვილისა და ლევან ბეჟაშვილისგან მიიღო

სააკაშვილმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაცია გიორგი სიბაშვილისა და ლევან ბეჟაშვილისგან მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილსა და კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის facebook -ის გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოების მიმდინარეობით დაინტერესდა და მათ ამ სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით,  უკვე დასრულებულია 3 943 სახლის გადახურვა, გადახურვის სამუშაოები კი, 154 სახლზე მიმდინარეობს.

ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რომ 10 დღეში სრულად იქნება შემუშავებული დაზარალებულთა ბაზა და ფულადი კომპენსაციები სექტემბრის პირველ ნახევარში უკვე გაცემული უნდა იყოს.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ახალი ვენახების გაშენებისა და მწვანე ნარგავების გაახლების საკითხიც დასვა.