„ქართული ოცნება“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დავით მუნჯიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ქართული ოცნება“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის დავით მუნჯიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“  ახალგაზრდა თანამებრძოლის დავით მუნჯიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ, კოალიცია განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, გარდაცვლილი  „ქართული ოცნების“ გორის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო. 

„დავით მუნჯიშვილი კოალიციის დაარსების დღიდან,   პატრიოტული სულისკვეთებითა და მოქალაქეობრივი გულწრფელობით ჩაერთო ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. დავით მუნჯიშვილი თავის თანამებრძოლებს ყოველთვის ემახსოვრებათ როგორც,  გამორჩეული, სამშობლოს სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდა. ვუსამძიმრებთ დავითის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ამ დიდ დანაკარგს“, - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.