თეა წულუკიანი თბილისის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

თეა წულუკიანი თბილისის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ნიკო მარის ქუჩის მაცხოვრებლებებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების პროგრამა გააცნო და უშალოდ რაიონის პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ესაუბრა.

წულუკიანის განცხადებით, ნაძალადევში მოსახელობას ძირითადად უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, წყლის და ასევე მოუწესრიგებელი გზების პრობლემები აწუხებს.

„ნაძალადევის მოსახლეობას ძირითადად უმუშევრობა აწუხებს. იმის მიუხდევად რომ ხელისუფლება ამაყობს დაგებული გზებით, ამ რაიონში გზების პრობლემაც ნომერ პირველია. მაგალითად, ნიკო მარის პირველ შესახვევში 15 წელია გზის საფარი არავის დაუგია. ამ ქუჩაზე ვერ ადიან ორხიდიანი მანქანებიც კი, აღარაფერს ვამბობ სასწრაფოზე, რომელიც ვერ მიდის გამოძახების ადგილამდე და ამის შემსწრე ჩვენ რამდენიმე წუთის წინ თავად გავხდით“, - განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანს მოსახლეობა ასევე იმ საკრედიტო დავალიანებების შესახებ ესაუბრა, რომელიც მათ უმრავლესობას ბანკების მიმართ აქვს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამის გამო უამრავ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გაუყიდეს. მათივე ინფორმაციით ამავე რაიონში ბევრ ოჯახს საკუთრების დაკანონების პრობლემა აქვს. თეა წულუკიანი ნიკო მარის ქუჩის მცხოვრებლებს ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში თანადგომას დაპირდა.

დღესვე ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი ლოტკინის დასახლებაში მაჩხაანის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდება.