[თავისუფლება გია ნოდია]
ინტელექტუალურმა საზოგადოებამ იმის შესახებ, რომ ქართული თეატრის ცნობილი ხელმძღვანელი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, 16 აგვისტოს, გვიან, Facebook-ში გამოქვეყნებული მისივე მოკლე კომენტარიდან („მომხსნეს“) შეიტყო.
თავდაპირველად საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომენტარზე უარი თქვა, განაცხადა რა, რომ განმარტებას უახლოეს მომავალში თავად მინისტრი ნიკოლოზ რურუა გააკეთებდა. დღისით კი რურუამ განმარტა, რომ სტურუა მისი საჯარო ქსენოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლეს.
კერძოდ, ივნისის ბოლოს სტურუამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია საქართველოს სიყვარული, რადგან ის (ფარულად) სომხური წარმოშობისაა. მოგვიანებით, ამ განცხადების გამო ოპონენტთა კრიტიკაზე პასუხად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტკორექტული წესებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და დასძინა, რომ არ არის ვალდებული უყვარდეს ზანგები, რადგან მისი მტკიცებით ისინი კულტურული თვალსაზრისით მასზე დაბლა დგანან.
დასავლურ დემოკრატიაში საჯარო ფიგურას, რომელიც ხელფასს მოქალაქეთა გადასახადებიდან იღებს, მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, ის თავის თანამდებობაზე დიდხანს აღარ დარჩებოდა.
მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ, რომ ბრიტანეთის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ეთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი სანდო არ არის, რადგან მისი ერთ-ერთი ბებია ებრაელია, და შავკანიანების მისამართითაც რამდენიმე შეურაცხმყოფელი განცხადება გაეკეთებინა.
შესაძლო პოლიტიკური შედეგები
თუმცა, ნაადრევი იქნებოდა იმაზე ფიქრი, თითქოს საქართველო მართლაც ევროპულ ქვეყნად გარდაიქმნება და მისი ლიდერები ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. ჯერ ერთი, ძალიან უცნაურია ის, რომ მინისტრს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად თვენახევარი დასჭირდა. სიტუაციის შეფასებას ამდენი დრო არ სჭირდებოდა: სტურუას განცხადებების არსი საკმაოდ მკაფიო იყო.
შეყოვნების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან პოტენციური პოლიტიკური შედეგების ანალიზი იყო. იმის გამო, რომ სტურუას ღიად ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობისადმი ფართოდაა ცნობილი, მისი მოხსნის გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღქმულიყო, ხოლო მისი ქსენოფობიური განცხადებები – მოხსნის საბაბად.
ავტორიტარიზმში მუდმივი დადანაშაულების ფონზე, საქართველოს მთავრობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. სხვა საკითხია, ეს ბრალდებები სამართლიანია თუ არა.
თუმცა მთავარი სხვაობა ევროპულ პრაქტიკასთან საერთო კონტექსტია. ჰიპოთეტურ დასავლურ დემოკრატიაში, რასისტული განცხადებები სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი სამხატვრო ხელმძღვანელისგან საზოგადოებრივი აღშფოთების ტალღას გამოიწვევდა და ყველა იდეოლოგიური მიმართულების პოლიტიკოსი, რადიკალი მემარჯვეენების გარდა, ამ აღშფოთებას სოლიდარობას გამოუცხადებდა.
თავისთავად ცხადია, სტურუა უნდა დაეთხოვათ იმ ვარაუდით, რომ ის ვერ შეუშლის ხელს ამ გადაწყვეტილებას საჯაროდ თავისი მოხსნის შესახებ განცხადების გაკეთებით.
საქართველოში სტურუას სიტყვებს გარკვეული, თუმცა არაერთსულოვანი პროტესტი მოჰყვა, და „კულტურის მოღვაწეთა“ უმრავლესობამ, მას როგორც კოლეგას სოლიდარობა გამოუცხადა.
„ინტელიგენტი“
თუმცა, საქმე მხოლოდ სტურუას ოპოზიციურ შეხედულებებში არ არის. პრობლემის საფუძველს წარმოადგენს უკიდურესად რთული ურთიერთობა დღევანდელ მთავრობას და საზოგადოების იმ სეგმენტს შორის, რომელიც ყოფილ სსრკ-ში ცნობილი იყო, როგორც „კულტურული და სამეცნიერო ინტილიგენცია“, ხოლო „პერესტროიკის“ პერიოდში უფრო მეცნიერულად – „სტატუსით ინტელიგენტი“.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილი და მისი ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი ხელისუფლებაში მოვიდა, ინტილიგენციის უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ერის მორალური ლიდერების სტატუსი დაკარგეს.
იმ ფაქტს, რომ რობერტ სტურუას მთავრობის ფულით იმდენი სპექტაკლი დადგმა შეეძლო, რამდენსაც მოიუსურვებდა და არავინ უშლიდა ხელს მისი საყვარელი მეტაფორული მანერით ეკრიტიკებინა მთავრობა, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ. მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსთაველის თეატრის დასი ვეღარ გრძნობდა თავს ერის სულიერ ცენტრად.
არც ის არის შემთხვევითი, რომ პრობლემად ქსენოფობიაში ბრალდებები იქცა. პოლიტიკური დისკურსი საქართველოში სულ უფრო ფართოდ იძენს „კულტურული ომების“ ფორმას. თუკი სააკაშვილის მოდერნიზატორი მთავრობა გაიგივებულია დასავლეთის ლიბერალურ დისკურსთან, რომელშიც ადამიანების ეთნიკური ნიშნით განსჯა სამარცხვინო ფაქტად ითვლება, შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება, რომელშიც „ცუდი“ ლიდერების ეთნიკური წარმომავლობა საკვანძო კომპონენტია, პოსტსაბჭოთა ინტილიგენციის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად რჩება.
არმენოფობია ანტისემიტიზმის ტოლფასია
სწორედ აქედან მოდის ამ წრეებში პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის „პატრიოტიზმის ნაკლებობა“ მისი მიჩქმალული სომხური წარმომავლობით აიხსნება. ქართულ კონტექსტში, არმენოფობია რუსული ანტისემიტიზმის ტოლფასია.
ბევრს გაუკვირდა ის, რომ ეს დამოკიდებულება სწორედ სტურუამ განასახიერა, მაშინ როდესაც მას ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ მებრძოლი შემოქმედის რეპუტაცია ჰქონდა: მისმა სტილმა, ირონიისა და კარნავალის ელმენტების ერთგვარმა კომბინაციამ, შეცვალა მანამდე გაბატონებული ჰეროიკო-რომანტიკული სტილი.
და როგორც მისი დამცველები სამართლიანად აღნიშნავენ, სტურუას არც ერთ ნამუშევარში ქსენოფობიაზე მინიშნებაც კი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ სოციალური და პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით, სტურუა საბჭოთა ინტილიგენციის კიდევ ერთ წარმომადგენლად იქცა.
საქართველოს დღევანდელ პოლარიზებულ ატმოსფეროში სტურუას მოხსნა, გარემოებათა მიუხედავად, შეიძლება ანაგარიშსწორებად აღქმულიყო. მაგრამ ის პრეცედენტი, რომ პოპულარული ფიგურა ქსენოფობიური განცხადებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს, სახელმწიფო სამსახურში მყოფი საჯარო პირებისათვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.