ენტონი ჰოპკინსი დარენ არონოფსკის ფილმში ბიბლიურ პერსონაჟს ითამაშებს(VIDEO)

ენტონი ჰოპკინსი დარენ არონოფსკის ფილმში ბიბლიურ პერსონაჟს ითამაშებს(VIDEO)

ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი დარენ არონოფსკის ფილმში „ნოე“ ითამაშებს ბიბლიურ პერსონაჟ მაფუსაილს, რომელიც ბიბლიაში ყველაზე ასაკოვანი ადამაინი იყო, მისი ასაკი 969 წელს შეადგენდა.

„ჩემთვის დიდი პატივია სერ ენტონი ჰოპკინსთან მუშაობა. ის უერთდება ჩვენს ვარსკვლავურ გუნდს „ნოე“- წერს საკუთარ მიკრობლოკზე ფილმის რეჟისორი.

ნოეს როლს ფილმში რასელ ქროუ ასრულებს, ფილმში ასევე მონაწილეობენ ემა უოტსონი და ჯენიფერ კონელი.

ნოეს ლეგენდისადმი ინტერესეი დარენ არონოფსკის ბავშვობაში გაუჩნდა. 13 წლის ასაკში  მან პოეზიის საერთაშორისო კონკურზე გაიმარჯვა, ლექსით ნოეზე, სადაც ბიბლიური პერსონაჟის თვალით დანახული სამყაროს დასასრული აღწერა.

რეჟისორმა 2007 წელს გადაწყვიტა დაეწყო მუშაობა ფილმზე, რომელიც სწორედ ამ ბიბლიურ პერსონაჟს მიეძღვნებოდა, თუმცა პროექტისთვის ფინანსების მოძიება რთული აღმოჩნდა, რადგან საჭირო თანხა 130 მილიონ დოლარს შეადგენდა.

„შავი გედის“ წარმატებამ, რომელმაც მსოფლიო გაყიდვებით 300 მილიონი დოლარი მოიტანა, განაპირობა არონოფსკის ახალი იდეის ხორცშესხმაც. რეჟისორმა კინოკომპანიებთან: Paramount  და New Regency  ფილმზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო. Imdb-ზე არსებული ინფორმაციით, ფილმი ეკრანებზე 2014 წლის 28 მარტს გამოვა.