ზოგადად, ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზულიც აღარ არის, არ ვიცი, რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფაქტი ეს არის, მათი მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც დგას.
„სამი ქვეყანა, რომელიც წესით კარგად უნდა ხვდებოდეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ეს სამი ქვეყანა რატომღაც გადაემტერა ქართველ ხალხს. ეს მხოლოდ კულმინაციაა ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინებისა.
წინა წლები გავიხსენოთ, ვინ იყო სააკაშვილის გულშემატკივარი. იყვნენ ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო, ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს, მართლა რომ იტყვიან ცხვირში გვტენიდნენ, იყო ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა. ასე, რომ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკასა, რომელიც სამწუხაროდ ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ლიეტუვამ ქართველი მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები დაასანქცირა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.