ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატურის დასახელება, იმ ცირკის ლოგიკური გაგრძელებაა, რასაც ხაზარაძე და გახარია აწყობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟენევაში, ქართველ ჟურნალისტებთან.
„მათი შანსი ნულის ქვემოთაა და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთი ხმრივ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც დემოკრატიას ემიჯნება და მეორე ფრთა - ორი პარტია არ მონაწილეობს და ორი მონაწილეობს. ამ არჩევნებზეც კიდევ ერთხელ ნახავენ, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება არავინ სახელისუფლებო რაიმე მანდატით, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა, ომში შეთრევა, ნგრევა და ზოგადად, საკუთარი ხალხის დაზიანება. ასეთ ადამიანებს მანდატს როგორ მისცემენ?!“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, „ლელო“ და გახარიას პარტია თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ალეკო ელისაშვილს წარადგენენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.