დასრულდა შვიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

დასრულდა შვიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია

დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, რადგან აღნიშნული სივრცეებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს.

ამ დროისთვის, გამგეობამ შვიდი მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა - დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსთან, მესამე კვარტლის მე-9 და მე-10, მე-11 და მე-12, მე-13 და მე-15 და მე-16 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 24- კორპუსთან და თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ის მიმდებარედ.

სპორტულ მოედნებზე გაკეთდა კალათბურთის ახალი ფარები, ფეხბურთის კარის ბადეები მოწესრიგდა მოედნების კარკასი.

სამუშაოების განსახორციელებლად 34 057 ლარი დაიხარჯა.