უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ ამას კარგად ვხედავთ. იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ „გარეგნულადაც კატასტროფულად გამოიყურებიან პოლიციელები. ისინი არ არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს პირველ რიგებს წარმოადგენენ ფორმაში“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს რასაც დაამსგავსა ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიცია.
„უკრაინის პოლიცია, რასაც დაამსგავსა ქალბატონმა ხატიამ ამას კარგად ვხედავთ. კორუფციის დონე, როგორიც არის უკრაინაში. ვხედავთ, რომ ერთი პატარა მოძრაობა გადაწყვიტა პრეზიდენტმა და თავს დაესხნენ ეგრევე, რომ კორუფციასთან ბრძოლა არ შეწყვიტოო. ასე, რომ ქალბატონი ხატიას შედეგები ასახული არის უკრაინის პოლიციის მდგომარეობაზე. ასე, რომ მიხედოს უკრაინის პოლიციას, ასე ვურჩევდი.
შეგახსენებთ ყველას, ხატია დეკანოიძე ის ადამიანია, ვინც ქართული პასპორტი დახია ფაქტობრივად მოგვიგდო იმიტომ, რომ სამსახური ჰქონოდა სხვა ქვეყანაში. მერე იქაც, როგორც ჩანს იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან დაგვიბრუნეს პირდაპირი რეისით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძე არ მალავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, რომლებიც საქართველოში აწყობდნენ არეულობას მიხეილ სააკაშვილის შემოპარებით.
„საკუთარი თავი თვითონვე ამხილა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.