ესპანელი მეშახტეების საპროტესტო აქცია

ესპანელი მეშახტეების საპროტესტო აქცია

ესპანელი მეშახტეები საპროტესტო მარშით ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებიდან მადრიდში მიემართებიან, სადაც დღეს დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება.

პუერტა დელ სოლში შეკრებილი მეშახტეები გააპროტესტებენ ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს წარმოების ამ დარგის სახელმწიფო დაფინანსება. მეშახტეების განცხადებით, ხელსუფლების ეს გადაწყვეტილება ინდუსტრიას დაანგრევს და რამდენიმე ათობით ათას მეშახტეს სამუშაოს და არსებობის გარეშე დატოვებს.

„ჩვენ მხოლოდ გვსურს იმ კონტრაქტების დაცვა, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი. ჩვენი მოთხოვნაა ხელისუფლებამ მხოლოდ ჩვენთან დადებული კონტრაქტი შეასრულოს. ჩვენ ხელფასების მომატებას არ ვთხოულობთ“,-აცხადებენ მეშახტეები.