მერაბიშვილი: ქართველ მეწარმეებს პენტაგონის ბაზარზე გასვლის უნიკალური შანსი ეძლევათ

მერაბიშვილი: ქართველ მეწარმეებს პენტაგონის ბაზარზე გასვლის უნიკალური შანსი ეძლევათ

ქართველ მეწარმეებს პენტაგონის ბაზარზე გასვლის უნიკალური შანსი ეძლევათ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმის გახსნის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

 მერაბიშვილის  შეფასებით, პენტაგონის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ეს არის 47-მილიარდიანი ბაზარი, გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის და ვიდრე მთლიანად კავკასიის რეგიონის ბაზარი.

 „პენტაგონის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლა საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის და ვიდრე მთლიანად ჩვენი რეგიონის ბაზარი. სიმპოზიუმი ეძღვნება იმას, რომ ქართველმა მეწარმეებმა მოახდინონ ქართული პროდუქციის ექსპორტი,რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი იქნება და საქართველოს მოსახლეობას მეტ სიკეთეს მოუტანს.- განაცხადა მერაბიშვილმა.

 ორდღიანი ქართულ-ამერიკული სიმპოზიუმი სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გახსნა. სიმპოზიუმზე ქართული კომპანიები პენტაგონის სატენდერო პირობებს ეცნობიან.