იტალიაში „სანაპიროს ბიბლიოთეკები“ გაიხსნა

იტალიაში „სანაპიროს ბიბლიოთეკები“ გაიხსნა

იტალიაში წლევანდელ ზაფხულს განსაკუთრებულად გაატარებენ, რადგან სანაპიროებზე, გარუჯვისა და დასვენების გარდა საყვარელი წიგნების მშვიდად კითხვასაც შეძლებენ. ცოტა ხნის წინ, იტალიის კურორტ ჩილენტოზე „პლაჟის ბიბლიოთეკა 2012“ გაიხსნა.

ამ ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შეუძლიათ წიგნი უსასყიდლოდ აიღონ ბიბლიოთეკიდან. სანაპიროს დატოვების შემდეგ კი აუცილებლად, უკან უნდა დააბრუნონ.

სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, შედარებით „პრეტენზიული“ მკითხველებისთვის, სადაც მათ  ხმაურისა და ზღვის შხეფებისგან მოშორებით წამოწოლა და მშვიდად კითხვა შეუძლიათ.

სანაპიროს ბიბლიოთეკა, ნებისმიერ მკითხველს, ყველაზე კომფორტულ პირობებს სთავაზობს,  მსურველებს შეუძლიათ პლაჟის ბიბლიოთეკა თავად შეავსონ პირადი წიგნებით. საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ კი, წიგნებს ჩვეულებრივ ბიბლიოთეკებს დაუბრუნებენ.