ნოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფლება ალბათ ბანკს დაისაკუთრებს და მერე თავის წარმომადგენელს დანიშნავს

ნოდარ ჯავახიშვილი: ხელისუფლება ალბათ ბანკს დაისაკუთრებს და მერე თავის წარმომადგენელს დანიშნავს

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებულ ქონებაზე www.eauction.ge-ზე გამოცხადებული აუქციონი დღეს, 6 საათზე დასრულდება.  „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ  განცხადება ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით აქამდე არავის გაუკეთებია.

„აუქციონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის სხვა ქონებასთან ერთად, „ქართუ ბანკიც“ არის გატანილი, საჯაროა და თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ განცხადება ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით არავის გაუკეთებია. ჩვენ რა უნდა დავაპიროთ ან რა გეგმა უნდა გვქონდეს. საქართველოს კანონმდებლობაში არ არის ბანკის აუქციონზე გაყიდვის პრეცენდენტი,რას გააკეთებეს მერე ხელისუფლება? არის მხოლოდ მოსაზრებები, მეტი არაფერი. თუ დღის ბოლომდე არ იქნება მყიდველი, რას იზამს ხელისუფლება? ჩემი ღრმა რწმენით ის ბანკს დაისაკუთრებს და ალბათ თავის წარმომადგენელს დანიშნავს“,-აცხადებს ჯავახიშვილი. 

 "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველი იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასი ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%-ია, შესაბამისად, "ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასი - 75 940 330,50 ლარია, ხოლო "პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.