"ქართული ოცნების" ცნობით, ხელისუფლება სხვადასხვა ბანკის წინააღმდეგ ვანდალიზმის აქტებს გეგმავს

კოალიცია „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ბანკის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მოსალოდნელ ვანდალიზმისა და აგრესიის აქტებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად ხელისუფლების ეს აქტი კოალიციის ატრიბუტიკის გამოყენებით იგეგმება და მას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების მიერ იგეგმება საქართველოში არსებული სხვადასხვა ბანკის (გარდა "ბანკი ქართუსი") წინააღმდეგ აგრესიისა და ვანდალიზმის აქტები კოალიცია "ქართული ოცნების" ატრიბუტიკის გამოყენებით.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ არაფერი გვაქვს საერთო ამ ოპერაციასთან, რომელიც პირდაპირ არის მიმართული კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ამგვარი უკანონო ქმედებების შეკვეთისა და დაგეგმვისგან", - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.