რამსფელდის ვიზიტზე დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა

რამსფელდის ვიზიტზე დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აშშ–ს თავდაცვის ყოფილი მდივანის დონალდ რამსფელდის საქართველოში ვიზიტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. საქართველოში რამსფელდის ვიზიტის შესახებ ვებ–გვერდი eurasiareview.com ინფორმაციას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინგლისური ვებ- გვერდიდან სულ ახლახან გახდა ცნობილი, თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი ივნისში საქართველოს ერთი კვირით ეწვია.

ამ სტატიაში ავტორი წერს, რომ „ათიოდე დღის წინ რამსფელდს, დამსახურებისამებრ, საქართველოში პენტაგონ – NATO -ს სუროგატული არმიის შექმნის პროცესის დაწყების უფლება მიეცა, რომელიც ამჟამად შემოწმებას გადის ახალი კონფლიქტის მზადყოფნისათვის“.

დონალდ რამსფელდის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არა აქვს არც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას.

კითხვაზე  - აქვს თუ არა ინფორმაცია რამსფელდის ვიზიტის შესახებ, მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია არა აქვს.

რამსფელდის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია აქვს ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილს, რომელიც რამსფელდს შეხვდა, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს.