საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის ყოფილ ლიდერს და ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს საკანონმდებლო ორგანოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კირცხალიას უმრავლესობის ლიდერად და ფრაქციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აგრეთვე, ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.