ალუდა ღუდუშაური: ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის

ალუდა ღუდუშაური: ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის

საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - განუცხადა ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის.

საგამოძიებო კომისია, ზოგადად, როგორც ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როდესაც ხელისუფლება, რეჟიმი ჩადის ისეთ გაუგონარ დანაშაულებს, როგორსაც ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი, ამას ნამდვილად უნდოდა შეფასება.

ეს არის ერთგვარი პრევენციისთვის ძალიან კარგი და მეტად მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა ყველამ გაიაზროს, რომ ბოროტების და საკუთარი ხალხის ჩაგვრის ადგილი ამ ქვეყანაში არ არის. ასეთი ფაქტები წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.