ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აქციაზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.
„ეს შემთხვევაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ზოგადად უსაფრთხოების სამსახურებს, სუს-ის ქოლგის ქვეშ და სხვა უწყებებთან ერთიანობაში რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში, გმირულად იცავს საზოგადოებრივ სიმშვიდეს“, - აცხადებს მახაშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.