კოკა გუნცაძე:  მე ვაცხადებ ფაქტებს,  კაციტაძემ  გააკეთოს კომენატრები

კოკა გუნცაძე: მე ვაცხადებ ფაქტებს, კაციტაძემ გააკეთოს კომენატრები

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“  თავმჯდომარის კოკა გუნცაძის განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგა“  ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების ალტერნატიულ კამპანიას განაგრძობს და იმ სტატისტიკურ მონაცემებსა და კონკრეტულ ფაქტებს აცხადებს, რომლებიც  მისი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

გუნცაძის განცხადებით, „ლიგის“ ეს აქცია  თბილისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს, რაც ჯამში მილიონ სამოცი ათას ამომრჩეველს  მოიცავს. მისი  თქმით, ეს რაოდენობა  საერთო ერთიანი ეროვნული სიის დაახლოებით, 40% - ია.

გუნცაძემ წარმოადგინა მონაცემები, როგორც თბილისის ცალკეულ რაიონებზე და ჟურნალისტებს  მოცემული მომენტისთვის შემაჯამებელი ინფორმაცია გააცნო.

„მთაწმინდა - აღრიცხულია 7960 ამომრჩეველი,  გარდაცვლილია 123 , უცხოეთში იმყოფება 462 , დაუდგენელია 853, მისამართი არ ეძებნება 336, სიაში არაა 390 , ჯამში ეს შეადგენს 27,1 %. დიდუბე  - აღრიცხულია 17 853 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 124 , უცხოეთში იმყოფება 1089, დაუდგენელია 2929 ამომრჩეველი, მისამართი არ ეძნებნება 270-ს,  სიაში არაა 633, ჯამში ეს კატეგორიები შეადგენს 28,2%. ნაძალადევი -  აღიცხულია 16081 ამომრჩეველი, აქედან გარდაცვლილია 71, უცხოეთში იმყოფება 557,  დაუდგენელია 1809,  მისამართი არ ეძებნება 216,   სიაში არაა 196 ამომრჩევლი,  ჯამში კკი, 17,7%. ვაკე - აღრიცხულია 15 030 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 34 , უცხოეთში იმყოფება 259,  დაუდგებელია 1373, მისამართი არ ეძებნება 180, სიაში არ იმყოფება 251,  ჯამში 14%. საბურთალო - აღრიცხულია 5050,  გარდაცვლია 19,  უცხოეთში იმყოფება 91, დაუდგენელია 465, მისამართი არ იძებნენა 254-ს,  სიაში არაა 556,  ჯამში ეს შეადგენს 27,4%. კრწანისი - აღრიცხულია 13729   29 ამომრჩვეელი, გარდაცვლილია 76, უცხეთში იმყოფება 1078, დაუდგენელია 2084 , მისამართი არ ეძებნება 258, სიაში არ იყმოფება 320 ამომრჩეველი,  ჯამში 28 %.  ჩუღურეთი-  აღრიცხულია 12 886, გარდაცვლილია 90, უცხოეთში იმყოფება 647, დაუდგენელია 631, მისამართი არ ეძებნება 40-ს, სიაში არაა 241, ჯამში 12.8%. ისანი - აღრიცხულია 12132 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 42 , უცხოეთში 463,  დაუდგენელია 1379 ამომრჩეველი,  მისამართი არ ეძებნება 356-ს,  სიაში არაა 238. სამგორი აღიცხულია 54278 ამომრჩველი, გარდაცვლილია 260, უცხოეთში იმყოფება 2462,  დაუდგენელია 4199 პიროვნება,  მისამართი არ ეძებნება1205,  სიაში არ იმყოფება 696, სულ 16.25 %. ჯამში თბილისში დღევანდელი ვითარებით ჩვენს ხელთ  არსებული ინფორმაციით, რომელიც ეყრდნობა ფაქტებს და ამომრჩეველთა მიერ შევსებულ განცხადებებს სულ გავლილია 160 440 ადამიანი. აქედან გარდაცვლილი 929 - 0.53 % ადამიანი. უცხოეთში იმყოფება 7.89 – 4.87 %. დაუდგენელია 18. 213 – 11.98 %. სიაში კი საერთოდ არ არის 2.238 – 1.39 % . ცვლილებებს საჭიროებს სულ 30. 189 – 18.81 %. მაგრამ თუ ამას დაემატება ამომრჩევლები, რომელთანაც კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა, მაშინ ეს რიცხვი 23. 52 %-მდე გაიზრდება“, - აცხადებს გუნცაძე.

გუნცაძის მტკიცებით, „ამომრჩველთა ლიგის“  „კარდაკარის“ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები ცხადყოფს,  რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში  ჯერ-ჯერობით მიმინუმ 18 დან მაქსიმუმ 23 %-მდე   არსებული უზუსტობები  უცვლელ ტენდენციას წარმოადგენს.

„და ეს,  ამომრჩეველთა ხმების ფალსიფიკაციის საფუძველია“, - აცხადებს გუნცაძე.

რაც შეეხება „სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის“ თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებას, რომ „ამომრჩველთა ლიგა“ ძველ სიებს იყენებს, რათა ამით ლიგის წევრებს მოსახლეობის ქუჩაში გამოსაყვანად ნიადაგის მომზადება სურთ, აცხადებს, რომ „ლიგა“ რეესტრის მიერ გადმოცემული სიით ხელმძღვანელობს და ამ სიას ამოწმებს კაციტაძის კომისიაც.

„მე ვაცხადებ ფაქტებს,  კაციტაძემ  გააკეთოს კომენტარები“, - განაცხადა გუნცაძემ.