ევროკავშირს კვიპროსი უხელმძღვანელებს

ევროკავშირს კვიპროსი უხელმძღვანელებს

ევროკავშირს მომავალი ექვსი თვის მანძილზე კვიპროსი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ გააკეთა.

კვიპროსი ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა ევროპაში, 800 000 მაცხოვრებელით, რომელიც 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი. კვიპროსმა ესტაფეტა დანიისგან ჩაიბარა. 

ეს ექვსი თვე კვიპროსისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება. ქვეყანა ევროკავშირს სათავეში მძიმე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისსი დროს ჩაუდგა, მაშინ როდესაც ევროპის ლიდერები შეჯერებულები არ არიან კრიზისიდან გამოსვლის გადაწყვეტილებებზე, კვიპროსს კი ამ ბრძოლაში დიდი გამოწვევები ექნება.

კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა კვიპროსს ის გააჩნია, რომ მისი ტერიტორიის 37%-ი  თურქეთს აქვს ოკუპირებული. მართალია, კვიპროსი 2004 წელს მთელი ტერიტორიით იქნა მიღებული ევროკავშირში, თუმცა ევროკავშირის ეფექტური კონტროლი თურქეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არ ვრცელდება. თურქეთი არ სცნობს კვიპროსს, როგორც სახელმწიფოს და ამიტომ წინააღმდეგი იყო მისი ახალი თანამდებობისა ევროკავშირში. კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრის ერატო კოზაკ-მარკულის განცხადებით, ამ ექვსი თვის განმავლობაში, თურქეთი ყოველმხრივ შეეცდება ხელი შეუშალოს ქვეყანას საქმიანობაში.

მოულოდნელი გახლდათ კვიპროსის პრეზიდენტის დიმიტრის ხრისტოფიასის მიმართვა თურქებისადმი. პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ძვირფასო მეგობარო თურქო-კვიპროსელებო! მადლობა მინდა გითხრათ, რომ დღეს აქ მოხვედით და მონაწილეობას იღებთ ამ საზეიმო ცერემონიაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევიკრიბებით და სამშობლოს გაერთიანებას ავღნიშნავთ“,-განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.