ალექსანდრე ლუკაშევიჩი: სააკაშვილის სიტყვებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ავღანეთში „აქტიური ომი“,  უკეთესია საქართველოსთვის

ალექსანდრე ლუკაშევიჩი: სააკაშვილის სიტყვებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ავღანეთში „აქტიური ომი“, უკეთესია საქართველოსთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ქუთაისში კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე, კომენტარს ავრცელებს.

„საქართველოს სჭირდება ძლიერი არმია. ამიტომ იბრძვიან ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში, ისინი  ამით  სამხედრო ჯარს აძლიერებენ, საქართველო იქ თავისი სამხედროების მომზადებას განაგრძობს, რომელთაც სამხედრო მომზადება სჭირდება“,- მოჰყავს cominf.org-ს მიხეილ სააკაშვილის სიტყვები.  

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსამდრე ლუკაჩევის განცხადებით, საქართველო კვლავ სამხედრო რევანშისტულ განწყობებს ინარჩუნებს.

„აღმოჩნდა, რომ საქართველო ზრდის თავისი ჯარისკაცების რაოდენობას ავღანეთში არა მარტო ტერორიზმის წინააღმდეგ და უსაფრთხოების დასაცავად, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ძალების კოალიცის მანდატის მიხედვით.  მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ავღანეთში „აქტიური ომი“, უფრო უკეთესია საქართველოსთვის, რომელსაც საკუთარი ჯარების მოსამზადებლად საუკეთესო პოლიგონი ექნება.

ავუაროთ გვერდი ამ ასპექტის მორალურ მხარეს (დაე, ეს ქართველმა და ავღანელმა ხალხმა გააკეთოს). ავღნიშნავთ უბრალოდ, რომ ეს გამონათქვამები ადასტურებს იმას, რომ თბილისი სამხედრო რევანშისტულ განწყობას ინარჩუნებს, რაც რეალურად ემუქრება კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.  ტყუილად არ ცდილობს ქართული მხარე აფხაზეთსა და ოსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ პასუხისმგებლობის აღებას.  

ვიმედოვნებთ, რომ ბატონ სააკაშვილის გულწრფელ (თუ არ ჩავთვლით, ცინიკურ) მოტივაციას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც ყოველთვის აფასებს „თბილისის წვლილს ავღანეთის უსაფრთხოების საკითხში“ და ამ ვუთომდა კეთილშობილური მიზეზით, საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებასა და გამტკიცებას უწყობს ხელს“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.