ევროკავშირის კვლევის მიხედვით, საქართველო კოროფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, საქართველო კოროფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზეა

ევროკავშირისა და სამმა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეთა 99%-სთვის ქრთამი არცერთხელ არ მოუთხოვიათ. ამის შესახებ სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

კვლევის თანახმად, ამ შედეგებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა დანია და ფინეთი.

კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ოთხმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა, საქართველოს მოქალაქეთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურია, რაც ევროპულ მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.

აქვე ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 79% თვლის, რომ საქართველოში კორუფცია შემცირდა; 9% თვლის, რომ გაიზარდა; 3%-ს ქრთამი მიუცია ბოლო 12 თვის განმავლობაში; უარი ქრთამის მიცემაზე განაცხადა 54%-მა და 38%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

კვლევის თანახმად, ყველაზე სანდო ინსტიტუტი, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლა შეუძლია - 55%-ით მთავრობაა, 2% მედიას აქვს და 1,6% კერძო სექტორს.

კვლევის პრეზენტაციას  IBRD, IREX, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და ევროკავშირის წარმოამდგენლები ესწრებიან. ღონიძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაძემ გახსნეს.

"საქართველომ, ფაქტობრივად, შეცვალა ის წარმოდგენა, თითქოს კორუფციის დამარცხება რთულია, თუ მოინდომებ ყველაფერი შეიძლება გააკეთო. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება ფილიპ დიმიტროვს, მან აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო კორუფციის დამარცხება და ქვეყანაში არის მაღალი დემოკრატიის ხარისხი.

„კვლევების მიხედვით, ჩენ შეგვიძლია დემოკრატიის დონე განვსაზღვროთ. ვთვლით, რომ ის მაღალია, მაგრამ განვითარება სჭირდება. საქართველო წარმატებით ებრძვის კორუფციას. მას საუკეთესო შედეგები აქვს ევროპის ქვეყნებს შორის, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვისა, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც, რადგან საქართველო მათთვის კარგი მაგალითია". – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.