ესტი გინზბურგი რიჰანას ჩაანაცვლებს( VIDEO)

ესტი გინზბურგი რიჰანას ჩაანაცვლებს( VIDEO)

ისრაელის საუკეთესო ტოპ-მოდელი ესტი გინზბურგი, შესაძლოა ბარბადოსელი რიჰანას შემცვლელი გახდეს,  ოღონდ არა სცენაზე, არამედ სარეკლამო სამყაროში.

გავრცელებული ინფორმაციით, მოდის სახლი Armani  მასთან სარეკლამო კამპანიის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ გინზბურგი „არმანის საუკეთესო სხეულთა  პანთეონში“ ღირსეულად დამკვიდრდება, სადაც რიანას გარდა შედიან: რაფაელ ნადალი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, მეგან ფოქსი და ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ.

ისრაელის პრესაში ამბობენ, რომ 22 წლის ესტი Armani-ს  ახალგაზრდული ხაზის სახე გახდება, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში კი მას სარეკლამო ბანერებსა და ვიდეორგოლებში გადაიღებენ. მოდელის მეგობრების ინფორმაციით, მოდის სახლი მას სარეკლამო კამპანიაში, რამდენიმე ათასობით ევროს უხდის.