ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა

ოპტიმალიზმი: ქართული ეროვნული იდეა, გლობალიზმის იმპერატიული პარადიგმა

[ემზარ ხვიჩია]

ოპტიმალიზმის სახელით აღვნიშნავთ საზოგადოებრივი აზრის განვითარების ახალ მიმდინარეობას, რომელიც მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის გლობალური ოპტიმიზაციის მეცნიერული პროგრამის ინიციირებას ემსახურება. ეს პროგრამა ემყარება „ფსიქიკურ სტიქიათა თეორიას“, რომელიც წარმოადგენს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებას, „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის“ აღმოჩენის საფუძველზე.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გვაძლევს პიროვნების, ერის და ცივილიზაციის კატეგორიების ზუსტ მეცნიერულ დეფინიციას. ამით შესაძლებელი ხდება საზოდადოების მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურისა და ისტორიის პროცესის მიმდინარეობის კანონზომიერებების დადგენა და, ამდენად, სტრატეგიული პროგნოზირება და ოპტიმიზაციის პროგრამის შემუშავება.

ამ შედეგების გადმოცემა შეუძლებელია ფსიქიკურ სტიქიათა თეორიის გამოყენების გარეშე. ახალი ცნებების აღსანიშნავად ახალი ტერმინების გვერდით აქამდე ცნობილი ტერმინების (მაგ: პიროვნება, ერი, ცივილიზაცია, ტოტემიზმი, მითოსი, რელიგია, მეცნიერება, ფილოსოფია და ა.შ.) გამოყენება გამართლებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ ტერმინებით აღნიშნული, აქამდე არაზუსტად განსაზღვრული შინაარსები ცალკეული ასპექტებით ემთხვევიან ზუსტად განმარტებულ, ახალაღსანიშნ შინაარსებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი თუ ძველი ტერმინი, აქ, მხოლოდ ახალი, ზუსტად განსაზღვრული მნიშვნელობით გამოიყენება.

ფსიქიკურ სტიქიათა თეორია წარმოდგენილია ავტორის მიერ 2004 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში – „ქართველი ერი და მსოფლიო ცივილიზაცია“. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს შესაძლებელი იქნება ამ წიგნის მეორე, შევსებული გამოცემის ხილვა ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე. აქ ჩვენ მტკიცებულებათა გარეშე წარმოგიდგენთ ზოგიერთ თეორიულ დებულებებს, რომლებსაც ემყარება აღნიშნული პროგრამა.

 1) არსებობს „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტი“, რომელსაც ოთხი განსხვავებული მნიშვნელობის მიღება შეუძლია;

2) „განწყობის შინაარსის საზოგადოდ მოუცილებადი მომენტის“ შესაძლო მნიშვნელობებს, რომელთაც „ფსიქიკურ სტიქიებს“ ვიწოდებთ, შეესაბამებათ 4 „დომინანტური ფსიქიკური კომპლექსი“: „ფორმის მანია“, „ძლევის მანია“, „ცხრომის მანია“ და „მართვის მანია“.

3) „ფსიქიკურ სტიქიათა“ ოთხეული მოწესრიგებულია ციკლური რიგის მიხედვით, აქ მითითებული თანმიმდევრობით.

4) „ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების“ (გავლენების) პარამეტრები გვაძლევს კრიტერიუმების სისტემას მსოფლიო კულტურათა კლასიფიკაციისთვის.

5) დადგენილია, რომ ყოველი კულტურა, მისი ძირითადი თვითშეთანხმებული კომპონენტის მიხედვით, ერთ-ერთი „ფსიქიკური სტიქიის ეფექტის“ გამოხატულებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედი საზოგადოების წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთი და იგივე „ფსიქიკური სტიქიის“ მატარებელია.

6) ამ გარემოებითაა ნაკარნახევი „ერის“ დეფინიცია, როგორც ერთი და იგივე „ფსიქიკური სტიქიის“ მატარებელ ინდივიდთა საზოგადოებრივი ერთობისა.

7) ამრიგად, არსებობს ერთა ოთხი თვისებრივი ტიპი, რომელთა დასახელებისთვის ვიყენებთ „ფსიქიკურ სტიქიათა“ სახელებს.

8) ამგვარად განმარტებული „ერის“ რეალიზაციები არ წარმოადგენენ თვითკმარ ფენომენებს: მათ არ გააჩნით უნარი მათი აწმყო მდგომარეობით განსაზღვრონ მათივე მომავლის მდგომარეობა, ანუ მათ არ ახასიათებთ თვითრეგულირებადობა.

9) თვითკმარ, თვითრეგულირებად საზოგადოებრივ წარმონაქნმებს ვუწოდებთ „ცივილიზაციებს“.

10) ამგვარად განმარტებული „ცივილიზაცია“ წარმოგვიდგება ოთხივე თვისებრივი ტიპის ერების სინქრონულ-დიაქრონულად მაერთიანებელ სისტემად.

11) „ცივილიზაციის“ არსებობა კონკრეტული თვისებრივი მდგომარეობების, რომელთაც „ცივილიზაციურ ფაზებს“ ვუწოდებთ, კონკრეტული რიგის მიხედვით მონაცვლეობის პროცესია. ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის პროცესი გარეგან რეგულირებას არ ექვემდებარება – ის თავად არის ყოველგვარი რეგულაციის გამოხატულება.

12) ერთა ყოველი თვისებრივი ტიპი კონკრეტული თვისებრივი ფაზის რეალიზატორი ელემენტია. ყოველ კონკრეტულ ცივილიზაციაში კონკრეტული „ცივილიზაციური ფაზა“ სათანადო თვისებრივი ტიპის ერის პროდუქტიულ აქტუალიზაციაში პოულობს გამოხატულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ერები მააქტიურებელ იმპულსს მათი მომცავი ცივილიზაციისგან ღებულობენ.

13) თუ ცივილიზაციაში ახალი ფაზის დადგომისას არ აღმოჩნდება შენარჩუნებული სათანადო ტიპის ერი, შეიძლება მოხდეს მასში წარმოდგენილ სხვა თვისებრივი ტიპის ერთა თვისებრივი ტრანსფორმაცია, ან ამგვარი ერის შემოჭრა მეზობელი ცივილიზაციიდან, რაც ცივილიზაციურ წარმონაქმნთა მასშტაბის ზრდის და, ამდენად, პროგრესის პირობას წარმოადგენდა XX საუკუნის შუა წლებამდე.

14) ცივილიზაციურ ფაზათა მონაცვლეობა შესაძლებელია ოთხი განსხვავებული სქემის მიხედვით მიმდინარეობდეს, რაც გვაძლევს თვითონ ცივილიზაციათა კლასიფიკაციის შესაძლებლობას.

15) დინამიზმის და მდგრადობის ოპტიმალური შეთანადებით გამოირჩევა ფსიქიკურ სტიქიათა ეფექტების მონაცვლეობის სქემა, რომელსაც „ფარული დასაწყისის ეფექტის სქემას“ ვუწოდებთ. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოზე განფენილი გლობალური ცივილიზაციის რომელობის საკითხი სამი ამგვარი ცივილიზაციის ურთიერთბრძოლაში გადაწყდა.

16) „ფარული დასაწყისის ეფექტის სქემაში“ „ორმაგი ეფექტის ფაზების“ რეალიზაციებში შეწყვილებულია ორი დიამეტრალურად საპირისპირო ფსიქიკური სტიქია, ე.ი. ან მართვის მანია და ძლევის მანია, როგორც ეგეოსურ და შუმერულ ცივილიზაციებში, ან ფორმის მანია და ცხრომის მანია, როგორც დასავლეთევროპულ ცივილიზაციაში. ორმაგი ეფექტის ფაზებს მორიგეობით მოსდევს სხვა ორი ფსიქიკური სტიქიის „ცალფა ეფექტის ფაზები“.

17) „ფარული დასაწყისის ეფექტის სქემის“ მიხედვით მოარსებე ცივილიზაციის დასახელება მოხერხებულია მისი „პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის“ რეალიზაციის გეოგრაფიის მიხედვით. მთელს მსოფლიოზე განფენას, ანუ გლობალურ ცივილიზაციად დამკვიდრებას მიაღწია ცივილიზაციამ, რომლის პირველი ორმაგი ეფექტის ფაზის რეალიზაციის ეპიცენტრი დაფიქსირდა ეგეიდაში ქრისტეს შობამდე 22-ე – მე-12 საუკუნეებში. ქართველი ერი, კოლხური სამყაროს სახით, მონაწილეობდა ამ ფაზის რეალიზაციაში. ეს არის მისი ასაკის განმსაზღვრელი პირობა.

18) ერთიდაიგივე თვისებრივი ტიპის ერები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან „ფენომენური განვითარების საფეხურების“ მიხედვით.

19) „ერის ფენომენური განვითარების პირველი საფეხური“, იგივე – „ფსიქიკური ინდივიდუალობის ფენომენური განვითარების პირველი საფეხური“ წარმოდგენილია „ცნობიერების ტოტემისტური შრით“; მეორე საფეხური – „ცნობიერების მითოსური შრით“; მესამე საფეხური – „ცნობიერების რელიგიური შრით“; მეოთხე საფეხური – ცნობიერების მეცნიერული შრით“, რომელიც არ არის, საზოგადოდ, ბოლო საფეხური, მაგრამ დედამიწის პირობებში ყველაზე დაწინაურებული ერებიც კი, თავიანთი ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის, მხოლოდ, დასაწყისს განიცდიან. ამასთანავე, ერთა დიდი ნაწილი თავისი ფენომენური განვითარების მესამე საფეხურზეა, მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობს ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურზე მდგომ ერთა სამეცნიერო სკოლების მიღწევებზე დაფუძნებულ მაღალი ტექნოლოგიების პროდუქტებით.

20) საზოგადოდ, ერის არსებობა აქტუალურია არა მუდმივად, არამედ, მხოლოდ მის მომცავ ცივილიზაციაში, სათანადო თვისებრივ ფაზაში, რომლის დასრულების შემდეგ ერი კარგავს მისი არსებობის გარეგან გამართლებულობას, იხსნება ახალი ფაზის სათანადო თვისებრივი ტიპის ერთა გავლენისადმი და მისი გადარჩენა მორიგი მისი აქტუალურობის ფაზამდე, მხოლოდ მის წარმდგენ საზოგადოებაში ტრადიციის ინერციაზე და მის ხელთ არსებულ საარსებო რესურსების ოდენობაზე ხდება დამოკიდებული. სწორედ, ეს გარემოებაა განმაპირობებელი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის“ გაბატონებულობისა, ისტორიის დასაბამიდან უკანასკნელ ხანამდე.

21) ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ისტორიულ ცივილიზაციებში ფაზათა ცვლის დაბალი ტემპისა და ცივილიზაციათა სიმრავლის პირობებში, საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგია კონსტრუქციული მნიშვნელობის, პროგრესის მაჩქარებელ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც ცივილიზაციათა ურთიერთშთანთქმით მათი მასშტაბის ზრდის და კონკრეტულ ფაზაში მთელი რეასურსების აქტუალური ერის განკარგულებაში გადასვლით ფაზის ხანგრძლივობის შემცირების ხელშეწყობი ფაქტორი. მაგრამ,  XX საუკუნის შუაწლებისთვის, როდესაც დასრულდა მსოფლიო ცივილიზაციების ერთ, გლობალურ ცივილიზაციად ჩამოყალიბება და ფაზის ხანგრძლივობა 2000 წელიწადიდან (ენეოლითური რევოლუციის ხანაში) 20-ამდე (XX საუკუნის დასაწყისისთვის) შემცირდა, დადგა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სტრატეგიაზე  დამყარების აუცილებლობა.

22) ფსიქიკურ სტიქიათა თეორია გვაძლევს შესაძლებლობას ადეკვატურად ვუპასუხოთ ახალი დროის მოთხოვნას, შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებას ახალ ვითარებაში ოპტიმალური და კონსტრუქციული სტრატეგია საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლად. ამ ახალ სტრატეგიას ვუწოდებთ „საარსებო რესურსების ოპტიმალური განაწილების სტრატეგიას“ ან მოკლედ – „ოპტიმალიზმს“. მისი საზრისისა ერებს შორის თვისებრივი სხვაობის ფუნქციური დანიშნულების ინსტიტუციონალიზაცია, ანუ ერის საერთაშორისო ფუნქციისა და სტატუსის განსაზღვრაში და ეროვნული სახელმწიფოს მოწყობაში ერის თვისებრივი ტიპის ადექვატური ასახვა. ეს ნიშნავს სახელმწიფოებრიობის ინსტიტუტის ერის შეუზღუდეველი თვითრეალიზაციის ინსტრუმენტად გადაქცევას, ნაცვლად ცივილიზაციურ ფაზათა ცვლაზე რეაგირების ინსტრუმენტისა, როგორც აქამდეა, რომელიც ამ მნიშვნელობის საფუძველზე ერის საზიანოდ მოქმედებების გამტარებლადაც გამოდის.

23 )გლობალიზმი დღეისთვის ცნობილი მისი სახესხვაობით, რომელსაც „ეკონომიკური მოდუსის მონგლობალიზმი“ უნდა ვუწოდოთ, აღნიშნული, მოძველებული სტრატეგიის ინერციის გამოხატულებაა და შეიცავს საფრთხეს დაგვაბრუნოს ძველი სტრატეგის მოქმედების ოპტიმალურობის პირობებში. ამას დღეს, მხოლოდ, ცივილიზაციის სისტემური თავდაცვით რეაქცია ეღობება წინ, რაც გლაობალურ ცივილიზაციაში ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირების შეჩერებაშია ასახული (XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ექვსმა ცივილიზაციურმა ფაზამ ერთნაირი, ოცწლიანი ხახნგრძლივობით ჩიარა. ფაზის დასრულების უაკანასკნელი თარიღია 2008 წლის მიწურული): 20 წელიწადი ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე მდგომ ერებში (ამერიკელები, რუსები, გერმანელები, ფრანგები, ჩინელები, იაპონელები, ქართველები და კიდევ მხოლოდ რამდენიმე ერი) პიროვნების ფსიქოლოგიური სიმწიფის ასაკია, ფაზის ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება, ემუქრება პიროვნების ფენომენის არსებობას.

24) ოპტიმალური მოწყობის პირობებში, მსოფლიო პოლიტიკურ სისტემის უმაღლესი ინსტანცია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „გლობალური განვითარების ცენტრი“, წარმოდგენილი იქნება ერთა ოთხი უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტით, რომელთაც ერთა თვისებრივი ტიპების მიხედვით განსაზღვრული ფუნქციები შეესაბამებათ.

25)  ერთა ფორმის მანიის კლასის, – რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: გერმანელები, ესპანელები, იტალიელები, თანამედროვე ელინები (ბიზანტიელების თვისებრივი მემკვიდრეები), ჩეხები, ხორვატები, პოლონელები, უკრაინელები, ებრაელები, არაბები, თანამედროვე თურქები, სპარსები, სომხები, იაპონელები, კორეელები, ჩინელები, ვიეტნამელები, ინდონეზიელები . . . უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს შეესაბამება საკანონმდებლო ფუნქცია, ოპტიმალური მოწყობის მთავარი პრინციპთაგანი, ამ თვისებრივი ტიპის ერებისთვის ექსკლუზიურ სარგებლობაში გადასაცემი ტერიტორიების გამოყოფაა (უცხოთა შეუწყნარებლობა ერთა ამ თვისებრივი ტიპის მოუცილებელი მახასიათებელია, რისი გაუთვალისწინებლობაც გლობალური დესტაბილიზაციის საფრთხის წარმომშობი პირობაა);

26) ერთა ძლევის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: რუსები, სერბები, მონღოლები, ქურთი იეზიდები . . . უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს შეესაბამება საერთაშორისო ბუფერული ძალის ფუნქცია, მათ შორის, ზემოთხსენებული ექსკლუზივის დაცვისა, რაც საამისოდ გამართულ სამხედრო-სამეწველო კომპლექსის და გლობალური განლაგების სამხედრო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას გულისხმობს (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ეს თვისებრივი ტიპი უფრო წარმომადგენლობითი იყო – მას მიეკუთვნებოდნენ: ინდოევროპული, სემიტური და ალთაური მოდგმის ძველ ტომთა უმრავლესობა, ასევე, ძველი მაკედონელები, ძველი რომაელები, ვიკინგები;)

27) ერთა ცხრომის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ინგლისურენოვანი სამყარო (რომელიც ფენომენური განვითარების მეოთხე საფეხურის ერთიან ერად რეკონსოლიდაციას განიცდის), ფრანგები, ჰოლანდიელები, ინდოელები . . . უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს შეესაბამება საერთაშორისო სასამართლოს, მსოფლიო ბაზრის რეგულირების და ცივილიზაციის საგარეო კონტაქტების წარმოების, მათ შორის, საგარეო საფრთხისგან ცივილიზაციის დაცვის ფუნქცია, რაც გულისხმობს სათანადო ფუნქციის სამხედრო ინსტიტუტსაც, რომელიც ამასთანავე მთავარი საპარიტეტო ფაქტორი იქნება ძლევის მანიის კლასის ერთა სამხედრო ინსტიტუტის მიმართ (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივი ტიპის წარმომადგენლებად უნდა დავასახელოთ ფინიკიელები და ძველი ბერძნები);

28) ერთა მართვის მანიის კლასის, რომლის თანამედროვე წარმომადგენლებად შეიძლება დავასახელოთ: ქართველები, ირლანდიელები, შოტლანდიელები, კორსიკელები, სიცილიელები, ბასკები . . . უმაღლეს წარმომადგენლობით ინსტიტუტს შეესაბამება ცივილიზაციის წევრ ერთა წინაშე ცივილიზაციის წარმომადგენლის ფუნქცია, რაც გულისხმობს „გლობალური ცენტრის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების ფაქტორებზე (მათ შორის, სამხედრო პარიტეტზე) მეთვალყურეობას და სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და სხვა სფეროებში, მოცემულ ეტაპზე, კომერციულად არახელსაყრელ, სტრატეგიულ დაზვერვით კვლევათა კურირება (ისტორიის ადრეულ ეტაპებზე ერთა ამ თვისებრივ ტიპს ეკუთვნოდნენ: შუმერები, ხათები, პელასგები, ფილისტიმიელები; ეტრუსკები, კელტები. . .). მართვის მანიის კლასის ერის ეროვნული სახელმწიფო, თავისი არსით, თვითრეგულირების ცივილიზაციური ინსტიტუტებისგან განუყოფელი, ცივილიზაციის სიმთელის ეფექტის გამომხატველი ფენომენია და ამ ეფექტის რეალიზაციის პრობლემას ასახავს თავისი მდგომარეობით (ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ საქართველოში არსებული ვითარება მთელი სისრულით ავლენს გლობალური ცივილიზაციის თანამედროვე მდგომარეობის სირთულეს).

29) „გლობალური განვითარების ცენტრი“ უნდა განლაგდეს მართვის მანიის კლასის ერის ეროვნული სახელმწიფოში. დღეს ამ როლზე კონკურენტი არ მოეძებნება საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც არის ერთა მართვის მანიის კლასის გამოკვეთილი ლიდერის, ქართველი ერის თვითრეალიზაციის ძირითად არე და, ამასთანავე, ერთადერთი ადგილი სადაც, ერთა სამი სხვა თვისებრივი ტიპის წარმომადგენელთა სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა არსებითად ურთიერთგაწონასწორებულია.

30) ფუნქციების ოპტიმალიზმის პროგრამის მიხედვით განაწილების შემთხვევაში არც ერთ ერს, მსოფლიოს გლობალურ ინტეგრაციაში ჩართვისათვის, არ მოეთხოვება არავითარი, საკუთარი თვისებრივი ტიპის შესაბამისად მისი თვითრეალიზაციის შინაარსით გაუთვალისწინებელი პირობის დაკმაყოფილება.

 31) გლობალური პოლიტიკური სისტემის ცენტრალური ინსტიტუტების ფუნქცია პიროვნებებამდე არ ჩამოდის, პიროვნებას საქმე მხოლოდ მისი ერის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ექნება, რაც გლობალური ფუნქციის პოლიტიკურ სისტემას მეორე რანგის სტრუქტურად წარმოგვიდგენს.

32) „გლობალური განვითარების ცენტრი“ ერთა წარმომადგენლობითი ინსტიტუტია და თუ ერი მოცემულ ეტაპზე არა ერთი სახელმწიფოთია წარმოდგენილი (მაგ. როგორც არაბი ერი) მაშინ მისი წარმომადგენელი ამ სახელმწიფოთა კონფედერაციამ უდა წარმოადგინოს. ცხრომის მანიის კლასის ერთა წარმომადგენლობით ინსტიტუტში გარდა ამ თვისებრივი ტიპის ერებისა წარმოდგენილი შეიძლება იყონ ცხრომის მანიის არაპირდაპირი ეფექტის ფენომენები: შვეიცარია, სინგაპური, თურქეთი, სამომავლოდ კი, შესაძლებელია, – ერაყი და პალესტინის სახელმწიფო.

33) საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე პრაქტიკის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში ერთა თვისებრივი ტიპის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობაში მდგომარეობს, რაც განვითარებად სახელმწიფოებზე გარეგანი ზემოქმედების დესტრუქციული მნიშვნელობის განმაპირობებელი და თვით განვითარებულ სახელმწიფოებზე ცივილიზაციურ ფაზათა ცვლის პროცესის დესტრუქციული გავლენის პირობაა (მაგ. 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გავლენა ამერიკაზე).

34) ფორმის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა ცენტრალიზმის მომენტისა და საკანონმდებლო ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება, ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირება, სახელმწიფო მოხელეთა მომზადებისა და სელექციის სახელმწიფო ინსტიტუტი მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც სტიქიური ცივილიზაციის ერებში ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის სახით განიცდის რეალიზაციას;

35) ძლევის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა სამხედრო ინსტიტუტის პრიმატში პოულობს გამოხატულებას. ხელისუფლების ინსტიტუტში სამხედრო სამრეწველო კომპლექსის და პროფკავშირების წარმოდგენილობაც, ასევე, ოპტიმალურობის აუცილებელი ასპექტია;

36) ცხრომის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა სამართლდამდგენი და ფინანსური ინსტიტუტების პრიმატში გამოიხატება; ანტიმონოპოლისტური სახელმწიფო სამსახურით უზრუნველყოფილი თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები მისი აუცილებელი ატრიბუტია, რაც სტიქიური ცივილიზაციის ერებში მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნების სისტემის საფუძველზე განიცდის რეალიზაციას;

37) მართვის მანიის კლასის ერის სახელმწიფოს მოწყობის ოპტიმალურობა საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის პრიმატში გამოიხატება.

38) საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში და ეროვნულ სახელმწიფოთა მოწყობის პრინციპების განსაზღვრაში, დღემდე გაუთვალისწინებელი რჩება ერებს შორის მათი „ფენომენური განვითარების საფეხურის“ მიხედვით განსხვავებების მნიშვნელობაც, რაც რელიგიური ექსტრემიზმის წარმომქმნელი გარემოებაა. ოპტიმალიზმი  ამ პრობლემის მოგვარებასაც უზრუნველყოფს.

39) „საარსებო რესურსების ოპტიმალურ განაწილების სტრატეგიაზე“ დამყარებულ  ცივილიზაციას „ნოოსფერულ ცივილიზაციას“ ვუწოდებთ, ხოლო „საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიაზე“ დამყარებულს – „სტიქიურ ცივილიზაციას“. საგარეო კონტაქტების მიმართ მდგრადობა მხოლოდ „ნოოსფერულ ცივილიზაციას“ ახასიათებს. ამრიგად, დღეს გლობალური ცივილიზაცია საგარეო კონტაქტების უუნაროა.

40) გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების გარეშე შეუძლებელია ფაზათა ხანგრძლივობის შემდგომი შემცირება ანუ პროგრესის, ინფორმაციის დაგროვების ტემპის შემდგომი ზრდა.

41) ოპტიმალიზმი დასაწყისია პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში ახალი ეტაპისა, რომელსაც შეიძლება „სციენტოკრატიზმის“ ეტაპი ეწოდოს.

42) გლობალურ ცივილიზაციაში 2008 წლის მიწურულს დასრულდა ერთ-ერთი ფაზა. ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი. ოპტიმალიზმის პროგრამის ინიცირებით შესაძლებელი იყო ფაზის ცვლას კრიზისის სახე არ მიეღო, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ (2004 წლიდან, როდესაც ამის შესახებ გამოქვეყნდა, 2008 წლამდე საამისოდ საკმარისი დრო რჩებოდა). 2009 წლიდან გლობალურ ცივილიზაციაში მიმდინარეობს ახალი ფაზა, რომელიც ფორმის მანიის კლასის ერების აქტუალურობის მომტანია და, რომელიც გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების გარეშე, ოც წელიწადზე ნაკლები ხანგრძლივობისა ვერ იქნება.

ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალურ ცივილიზაციაში 2028 წლამდე დარჩენილ დროის შუალედში, არსებითად, მსოფლიოში 1929–1948 წლების ვითარების განმეორება გვექნება (მთელს მსოფლიოში ინიციატივას ფორმის მანიის კლასის ერები დაეუფლებიან). ოპტიმალისტური მოძრაობის განვითარებით მომავალი ფაზა გლობალური ცივილიზაციის ნოოსფერულ ცივილიზაციად ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელობით, ანუ მშვიდობიანად და კონსტრუქციული შედეგებით ჩაივლის.