კახა კუკავა: ნეიტრალური პასპორტების შემოღების ინიციატივა პროვოკაციაა

კახა კუკავა: ნეიტრალური პასპორტების შემოღების ინიციატივა პროვოკაციაა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხაურა, რომელიც ნეიტრალური პასპორტების შემოღების საკითხს ითვალისწინებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე, კახა კუკავა აცხადებს, ეს არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს „ჩატეხილი დიდი ხიდისთვის კიდევ უფრო დიდი ნაპრალის გაჩენას“.

„ეს არის ვითარების დაძაბვის კიდევ ერთი მცდელობა. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თბილისის აფხაზებისა და ოსებისათვის  თავს მოხვეული ნებიმიერი ნაბიჯი, მათი მხრიდან ისეთივე ძალადობად აღიქმება, როგორც ჩვენ აღვიქვამთ სხვადასხვა მუქარებს“, - აღნიშნა კუკავამ.

მისი თქმით, რეალობა ის არის, რომ აშშ-ს არც სურს და არც შეუძლია საქართველოს დაეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

„ჯერ ერთი აშშ-ს სამხედრო ინტერსებიდან გამოდინარე მათთვის სავსებით საკმარისია საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ტერიტორია თავისი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების უზრუნველყოფისათვის და არანაირი პრაგმატული ინტერესები მათ აფხაზეთის ან ცხინვალის რეინტეგრაციის მიმართ არ გააჩნია, მეორეც აშშ-ს ძალიანაც რომ უნდოდეს, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია ამ საკითხის მოწესრიგებისათვის, რადგანაც ბირთვულ სახელმიწფოებს შორის სამხედრო კონფლიქტის თეორიული შესაძლებლობაც კი გამორიცხულია“, განაცხადა პარტიის ლიდერმა.

„თავისუფალი საქართველო“ რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება.

„ამაში შედის ძალების გაყვანა კონფლიქტის წინა პერიოდამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულიდახმარების ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა მან.