დღეს დილით ოზურგეთის გამგებელი დააკავეს

დღეს დილით ოზურგეთის გამგებელი დააკავეს

[პრესაგე.ტვ]

დღეს დილით საკუთარ სახლში ოზურგეთის მუნუციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე დააკავეს. ჯერჯერობით, პროკურატურას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ტაკიძეს ბიუჯეტის გაფლანგვაში ედება ბრალი.

ტაკიძესან ერთად დააკავეს დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი მერაბ კურდღელაშვილი, რომელიც პროკურატურას ორი თვის წინ ჰყავდა დაკავებული და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოუშვეს. ჯერჯერობით, კურდღელშვილის ამჟამინდელი დაკავების მოტივი უცნობია.

სხვათა შორის, გიორგი ტაკიძის ცოლი გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, ანუ ვანო მერაბიშვილის თანამშრომელია. მისი მეუღლის ადეიშვილის უწყების მიერ დაკავება კი, საინტერესოდ გამოიყურება მერაბიშვილსა და ადეიშვილს შორის არსებულ რთული ურთიერთობის ფონზე.

ეს  ამბები, სავარაუდოდ, ამით არ დასრულდება და როგორც ამბობენ,  ამ დაკავებებს ბევრი ჩინოსანი შეეწირება. პრესაგე.ტვ აუცილებლად შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.