საყოველთაოდ მიღებული შეხედულება მცდარია: სინამდვილეში გაიმარჯვა ობამამ

საყოველთაოდ მიღებული შეხედულება მცდარია: სინამდვილეში გაიმარჯვა ობამამ

The Times. ანატოლი კალეცკი

ვაშინგტონელი „მოლაყბეთა საზოგადოება“ ერთ რამეში თანხმდება: კომპრომისული შეთანხმება ბიუჯეტის შემცირებაზე– ეს არის კატასტროფა ობამასა და მისი პროგრესისტული კურსისათვის წერს The Times–ში ანატოლი კალეცკი. მას კი აღნიშნულთან დაკავშირებით კარდინალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს: „ეს გენიალური სტრატეგიული სვლაა, რომელიც უზრუნველყოფს ობამასათვის, საუკეთესო ტრამპლინს 2012 წლის არჩევნებზე ხელმეორედ გამარჯვებისათვის.“

„ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი აღმოჩნდა ანარქიის ზღვარზე, ეს გახდა „შავი პიარი“ რესპუბლიკელების ლიდერებისათვის კონგრესში“ – წერს ავტორი. თუ ვიმსჯელებთ ახლად ჩატარებული სოციალური გამოკითხვების შედეგებით, უმრავლესობამ კონგრესმენების გამოსვლები შეაფასა როგორც „სასაცილო“ და“საზიზღარი.“ რასაკვირველია ობამას იმიჯიც შეილახა, მაგრამ მან გამოავლინა მზაობა კომპრომისისაკენ, რომელიც სასიამოვნოდ კონტრასტულია რესპუბლიკელების ვირულ სიჯიუტესთან.

რაც შეეხება დებატების არსს, კალეცკის აზრით, ჟურნალისტები ამახინჯებენ საერთო სურათს, თავად შეთანხმება კი მომგებიანია თეთრი სახლისთვის.

1) ბიუჯეტის შემცირება არც ისე მასშტაბურია:

2.1 ტრილიონი დოლარი უნდა გადანაწილდეს 10 წელზე. ფაქტიურად ობამამ მიიღო უფლება ისესხოს 900 მილიარდი დოლარი უახლოს პერიოდში, ბიუჯეტის 20 მილიარდით შემცირების სამაგიეროდ.

 2) პერსპექტივები აშშ–ს ეკონომიკის გაჯანსაღებისა არ შემცირებულა.

3) რესპუბლიკელებმა, ისე რომ მათაც არ უნდოდათ, იძულებული გახდნენ შეემცირებინათ ხარჯები თავდაცვაზე და არ შეხებოდნენ ჯამრთელობისა და სოცუზრუნველყოფის მრავალ პროგრამას.

ობამას ერთადერთი ეპოქალური მიღწევა – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა– დაცული იქნა რესპუბლიკელების თავდასხმისაგან, რადგან „ჩაის სმის“ პარტიამ მთელი ძალები მიახარჯა დეფოლტის გარშემო ბრძოლებს.

4) 2012 წლის დეკემბერში ობამას ექნება შანსი დაბლოკოს ის საგადასახადო შეღავათები, რომელის ბუშმა მიიღო 2002 წელს და შედეგად მკვეთრად გაზარდოს შენატანები ბიუჯეტში.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ობამა იხევდა რა უკან და აკეთებდა რა ცრუ გამოხდომებს, აიძულა რესპუბლიკელები ჩართულიყვნენ იმ თემებზე დებატებში, რომლებშიც მისი პოზიციები გაცილებით პოპულარულია. შედეგად ამომრჩევლები თავისდაუნებურად  მიხვდნენ, რომ მთავრობას უნდა აერჩია– ან გადასახადების გაზრდა, ან ძლიერ შეეკვეცა გასავლები თავდაცვაზე, პენსიასა და ჯანდაცვაზე პენსიონერებისათვის.

შემდეგ წელს ობამა შეთავაზებს კონგრესს დაფინანსდეს პენსიები და სახელმწიფო ხარჯები, კორპორაციულ ავიაციაზე, ნავთობის ბიზნესსა და ბანკირებზე გადასახადის გაზრდით, ხოლო რესპუბლიკელი კანდიდატი – შემცირდეს ხარჯები პენსიებსა და ჯანდაცვაზე, რათა შევამციროთ საგადასახადო წნეხი მილიონრებზე.

„ვინმე გამოიცნობს გამარჯვებულს ამ კონკურსზე?“ – კითხულობს ირონიულად ავტორი.