თქვენც ფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთსა და იგივე მიზანზე გვესაუბრება? აი, მაგალითად, „ნაცების“ და „ქოცების“ ლიდერების განცხადებებს, რომ გამოვაკლოთ ერთმანეთის შეურაცხყოფა, აღმოჩნდება, რომ სიტყვით ორივე პარტიას სურს დემოკრატია, ქვეყნის განვითარება, გამთლიანება, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომლის წინაშეც დღეს საქართველოა, და, თუ ეს ასეა, მაშინ, რა აზრი აქვს მოსახლეობისთვის წრეზე ბრუნვას და ყოფილი და ახლანდელი მთავრობების ცვლას, მაშინ, როცა არჩევნების ჩასატარებლად რამდენიმე მილიარდი იხარჯება და პლუს მეორე ტური ჩატარდა, იმ ქვეყანაში, სადაც ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ოჯახები ემიგრაციაში მიდიან და ნელ-ნელა საოკუპაციო ხაზი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებისკენ იწევს.
ეს იყო თქვენი, ამომრჩევლის შეკვეთა „ნაცების“ ან „ქოცების“ არჩევისას? მოაგვარა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მტკივნეული პრობლემა ხელისუფლებაში ყოფნისას? - არა? მაშინ რაზე ვდაობთ? და საერთოდ რა აზრი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსთაველზე გამართულ აქციას, რაშიც დამატებით იხარჯება გარკვეული თანხები, რომ კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ არჩვენები და ასე, დაუსრულებლად ვიაროთ „ნაციონალებისა“ და „ოცნებისგან“ შექმნილ შეკრულ წრეზე?
სადაა გამოსავალი? - For.ge პოლიტოლოგ, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ბატონო სოსო დავიწყოთ იქიდან, რომ ვარაუდი გამართლდა და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა საზოგადოების მოლოდინი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის მხრიდან რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება და ევროპასთან მჭიდრო კავშირზე საუბარი, როგორ ფიქრობთ თქვენ გულწრფელია სალომე ზურაბიშვილი, მაშინ, როცა იგი რუსეთს მტერს უწოდებს, თუ უბრალოდ ეს განცხადებები რაიმე სახვა ჩანაფიქრს ემსახურება?
სოსო ცისკარიშვილი: მთავარი საფრთხე ჩვენ ჩრდილოელ მეზობელშია. ქალბატონი სალომე გაავებული ფრაზეოლოგიით, რომ მოიხსენიებს რუსეთს, ჩვენ ასეთი მობრუნებული კომპასი გამონათქვამებისა, რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს უფლება გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთი აუგად მოიხსენიოს.
რატომ გარკვეული თვეების განმავლობაში?
- დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთის აუგად მოხსენიების უფლება არ აქვს ბატონ ივანიშვილს, რომელსაც ერთხელაც არ წარმოსცდენია საკუთარი ხედვა იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ე.წ დამოუკიდებელი სამაჩაბლოს ტერიტორიაზე რამდენი მავთულხლართია. ჩვენ წლების განმავლობაში მისგან დაგვამახსოვრდა ფრაზა, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ვითანამშროლოთ ევრაზიულ სივრცესთან. რაიმე სახის უკმაყოფილების გაჟღერება მისგან, რუსეთის მიმართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მილიარდი აქვს ჩამოკიდებული ბატონ ბიძინას და მას მუდმივად აქვს შიში, რომ იგი მოულოდნლად არ მოხსნან მილიარდერის თანამდებობიდან.
ამიტომ, რუსეთის მტრად გამოცხადების უფლება, ჩვენი ქვეყნის მე-5 პრეზიდენტისთვის, აღებულია მოსკოვიდან იმ პერიოდში, ვიდრე არის მოლოცვები და კეთილგანწყობის საყოველთაო სურვილი, რაც არის დროებითი და მომავალში შეიცვლება.
თორემ, რაც უფრო მეტი იქნება შფოთი ჩვენს ქვეყანაში მით უფრო სიყვარულით მოეკიდება ბატონი პუტინი აქ ჩანერგილ მე-5 ძალას და ის, რომ ეუთო, ნატო, ევროკავშირი და აშშ კრიტიკას გამოთქვამენ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის უპირველესად პუტინისთვის სასარგელო.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არჩვენები და ქვეყნის წინსვლა უნდათ აქციებს მართავს და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებს, ანუ გამოდის, რომ ოპოზიციაც პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს?
- ქართული პოლიტიკა, სამწუხაროდ, არის კონკრეტული პიროვნებების გასართობი და არა შორსმჭვრეტი მომავლის წარმატებით დადგომის სურვილი. ჯერ ვერ გაგვითავისებია ჩერჩილის უკვდავი ფრაზა, რომელიც ბრძანებდა; „როდესაც იწყება მიუღებლობა აწმყოსი წარსულთან, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ დავკარგეთ მომავალი“ და, ახლა, სწორედ, ამ ზღუდეზე ვართ გაჩერებული. თუ ისევ ერთმანეთის ძაგება იქნება მთავარი მიზანი, მაშინ, რასაკვირველია, ეს ცუდია და გაიზრდება მიგრანტთა რაოდენობა და შემცირდება ჩვენი სულადობა ჩვენსავე სამშობლოში.
ბატონო სოსო პრინციპში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ თანხმდება იმაზე, რომ ორივეს უნდა დემოკრატია, ქვეყნის განთლიანება, ეკონომიკური წინსვლა, სამუშაო ადგილების შექნა და ა.შ. თუმცა, რეალურად, ვხედავთ, ერთმაც და მეორე პარტიამაც რა გააკეთეს ხელისუფლებაში ყოფნისას. გარდა ამისა, უკვე ბევრი წელია ვუყურებთ ყოფილი და ახალი ხელისუფლებების ერთმანეთთან ჭიდილს და ერთმანეთის შეურაცხყოფას, რისი ყურებაც, ვფიქრობ, ხალხს უნდა მობეზრებოდა. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი - გამოვიდეთ საპროტესტო აქციებით და ვცვალოთ ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლებები და ვიაროთ ასე წრეზე, თუ მივმართოთ სხვა გზას, სხვა ხსნას, რომელიც შეიძლება მესამე ძალის შექმნაშიც იყოს, თუნდაც ახალგაზრდული პოლიტიკური ფრთის, რომელიც, რელურად, ქვეყანას დადებით შედეგებამდე მიიყვანს?
- გამოსავალი შეიძლება ვეძიოთ აპოლიტიკურ საზოგადოებაში და უკვე ყველასთვის მიუღებელია, რომ უზარმაზარი ნიჭი, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ პატარა ოთახებშია გამოკეტილი და ამის გამოყენება და გასაქანის მიცემა არ ხდება და ამის მერე ნუ გაგვიკვირდება, რომ, თუ ორი, სამი თვის შემდეგ არაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ, დადგება ის რეალობა, რომ ქართული საზოგადოება წითელ ბარათს მიუსვენებს პოლიტკოსებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას. ამასთან, ჩვენ საკუთარ თავშიც უნდა ვეძიოთ ამ იდიოტობის მიზეზი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში. ჩვენმა საზოგადოებამ დიდი იმედი მაქვს, რომ გაითავისა ის ნაბიჯი რასაც ჰქვია მამალი ტყული და როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა გაუთავებლად ტყუის, რასაკვირველია მის მიმართ უფრო დიდი მიუღებლობა ექნება ნებისმიერ საზოგადოებას და, სამწუხაროა, ის, რომ ისეთი უზარმაზარი წარსულის ქვეყანა, როგორიცაა საქართველო, ახლა დგას საფრთხის წინაშე, რომ ისევ არ გახდეს დაპყრობილი და ისევ არ დაგვჭირდეს საუკუნეები მუხანათური თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად. ყოველივე ამის მიზეზი ძევს იმ ფაქტში, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ვერ შევინარჩუნეთ ფასეუობები, რომელიც ჩვენს ერს საუკუნეებით მოსდევდა და ახლა, სამწუხაროდ, ჩვენი ლტოლვა არის მხოლოდ ერთი ფასეულობისკენ, ესაა ფული, ფული, ფული და დილიდან ღამემდე ფული, თავისი ტენდერებით და თავისი მამაძაღლობებით. პრაქტიკულად, ქვეყანა აყროლდა.