„არ გამოვრიცხავ, ვაშაძემ სამხედრო გადატრიალებაც მოაწყოს, თუკი მის ხელში გადავა უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები“

„არ გამოვრიცხავ, ვაშაძემ სამხედრო გადატრიალებაც მოაწყოს, თუკი მის ხელში გადავა უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები“

„ამ არჩევნებში წაგება-მოგებაზე აღარ არის საუბარი. ეს არის რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალის გააფთრებული შეტევა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საქართველოს კომუნისტური პარტიის პოზიციებს სწორედ „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გამოხატავს, რომლებიც ებრძვიან სალომე ზურაბიშვილს“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

სულ ახლახანს თქვენ ბრძანდებოდით ბულგარეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და მაკედონიაში. საინტერესოა, თქვენგან დანახული განწყობა ამ არჩევნებთან მიმართებით, რადგანნაციონალებიუცხოელებს არწმუნებენ, თითქოს საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, სააკაშვილი კი დიდი სიამაყით აცხადებს, თითქოს ანგელა მერკელმა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის გამო გააუქმა ყველა შეხვედრა. დასავლეთში რეალობა როგორია?

- მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პინოკიობას დასასრული არ აქვს. ის საერთოდ გარიყულია და ახლა ცდილობს, გარკვეული აგრესიული ფეიკპროპაგანდა აწარმოოს. რეალურად „ნაცმოძრაობამ“ პროპაგანდისტული ომი გამოუცხადა საქართველოს და თავისი ლიდერის, სააკაშვილის მეშვეობით ცდილობს, ცრუ პროპაგანდისტული მესიჯების საზოგადოებაში გავრცელებას. ეს ის ფონია, როდესაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია საკუთარი სიები, თავიანთ მომხრეებში ატარებენ ე.წ. „სოციოლოგიურ გამოკვლევებს“ და ზრდილობის გამო ქალბატონ სალომეს უწერენ მცირე პროცენტებს.

ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბერში ისინი ამბობდნენ, თითქოს ვაშაძე წინ უსწრებს სალომე ზურაბიშვილს და ვაშაძე გაიმარჯვებსო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი მოიპოვა ვაშაძესთან მიმართებით. ეს ყველაფერი აგრესიული პროპაგანდისტული ბრძოლის შედეგია, რომელიც მიმდინარეობს რუსეთიდან მართული პიარტექნოლოგების მეშვეობით. შკლიაროვი მხოლოდ შირმაა, რომელიც კრემლმა დაიქირავა და გამოიყენა ვითომც ოპოზიციონერ ქსენია სობჩაკის დასახმარებლად. თქვენ გგონიათ, სობჩაკი ნამდვილი ოპოზიციონერია? როგორც თავის დროზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იყო „ოპოზიციური“, ასეთივე ტიპის სუროგატული ტიპის ოპოზიცია კრემლმა შექმნა ქსენია სობჩაკის სახით. თუ სობჩაკი პუტინის ოპოზიციაა, მაშინ მისი დედა-ნარუსოვა რატომ არის სენატში, ანუ რუსეთის ფედერალურ საბჭოში რატომ არის სენატორად დიდი ხნის განმავლობაში? პუტინს თავისუფლად შეეძლო ოპოზიციონერი პიროვნება გაეშვა პენსიაზე, მაგრამ დღემდე ნარუსოვას ინარჩუნებს.

სწორედ ქსენია სობჩაკმა წაართვა ალექსეი ნავალნის დაახლოებით 5% და ამით დააგდო ნავალნის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა. ნავალნის შეეძლო პუტინისთვის ღირსეული მეტოქეობა გაეწია და 12-ის ნაცვლად აეღო 22%-იც კი. ნავალნის 22% იმ პერიოდში, როდესაც პუტინი მეოთხედ იყრიდა კენჭს, იქნებოდა მომაკვდინებელი დარტყმა პუტინისთვის. ამიტომაც კრემლის პოლიტტექნოლოგებმა აამუშავეს ე.წ. სობჩაკის ფაქტორი. არ დაგვავიწყდეს, სობჩაკმაც დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობის უნივერსიტეტი, ბუნებრივია, ისიც შორს არ იდგა სპეცსამსახურების ფაქტორთან. თვითონ ქსენია სობჩაკის გაპიარება განხორციელდა რუსული ფედერალური არხებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით. სწორედ სობჩაკმა ჩააგდო რუსეთში ერთიანი ოპოზიციის შექმნის იდეა, რაც რეალური იყო პუტინის მეოთხე ვადით არჩევის პირობებში. დღეს რუსეთში რეალური დამრტყმელი ოპოზიციური ძალა არის ალექსეი ნავალნი. ნავალნი სამჯერ დააპატიმრეს, ახლახანს გამოუშვეს ციხიდან და საზღვარგარეთ გასვლის უფლებას არ აძლევენ. ამითაც ჩანს, ვინ არის რეალური ოპოზიცია რუსეთში და ვინ არის სუროგატი ოპოზიცია ქსენია სობჩაკის სახით.

აქედან გამომდინარე, პუტინის დაკვეთას ასრულებენ გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგები - ვიტალი შკლიაროვი, მაქსიმ კაცი, ირინა პრავნიჩენკო, ვერონიკა ბურენკოვა, ანა კუზნეცოვა, ვიქტორ სემენოვი, ევგენი რეშეტნევი და სხვები?

- რა თქმა უნდა, მარტო შკლიაროვი ხომ არ არის? იქ არის დანარჩენი 10 პოლიტტექნოლოგი, რომელიც ჩამოყვა და აგრესიულ პოლიტიკურ პიარს ახორციელებენ სწორედ რუსული პოლიტტექნოლოგიების გათვალისწინებით. აქ გამოყენებულია ის პოლიტტექნოლოგიური გარემო, რომელიც პუტინის მესამედ არჩევის პერიოდში გამოიყენებოდა, როდესაც პუტინს უმძიმესი ფონი ჰქონდა შექმნილი და საპროტესტო ტალღა იყო მის წინააღმდეგ. სწორედ ამ ჯგუფმა შეიმუშავა აგრესიული პოლიტტექნოლოგიური გარემო და პუტინს მიაღებინა გარკვეული ქულები. რეალურად, ეს არის მოსკოვის მიერ განხორციელებული პროპაგანდისტული ომი საქართველოს წინააღმდეგ.

თუკი ვაშაძის შტაბბინაში რუსული ჩექმის ბრახუნი ისმის და რუსული სული ტრიალებს, არ იცოდა ვაშაძემ, რომ ადრე თუ გვიან ეს გახმიანდებოდა და დასავლეთიც გაიგებდა, ვინ ჰყავდა შტაბბინაში მრჩევლებად?

- როგორ არ იცოდა? ხომ ხედავთ, ახლა უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს შკლიაროვი პუტინის დისიდენტი იყო და იგი ამერიკის მოქალაქეა. ისიც თქვეს, საერთოდ არ არის ნამყოფი მოსკოვშიო, მაშინ როცა მთელი კამპანია სობჩაკმა ააგო შკლიაროვის მითითებებით. სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს პრობლემები ექმნებოდათ რუსეთში შესვლაზე, არსებობს სპეციალური შავი სიები, რომლითაც მოსკოვში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც მართლაც ებრძვიან პუტინის რეჟიმს. ამიტომ თვალში ნაცრის შეყრას თავი გაანებოს გრიგოლ ვაშაძემ. მიკვირს ჟიჟილაშვილის და სხვა ჟურნალისტების. ამ რუსმა პიროვნებამ რუსულად „კარგად“ აგინა და ისეთი სიტყვა აკადრა მათ და „პირველი ტვ“-ს ჟურნალისტებს, ვერც გავიმეორებ ამ სიტყვას. ამ დროს თურმე სალომეს ნათქვამი გაცილებით უარესი ყოფილა, ვიდრე ვაშაძის პირდაპირი გინება და ისეთი გინება, რომლითაც შეურაცხყოფას ქალს კი არა, ცხოველსაც არ მიაყენებენ. არაადამიანური გინება მტრის ენაზე არაფერი? ეს ორმაგი სტანდარტები როდის დასრულდება?

„პირველი ტვ“ და „რუსთავი 2“,- ეს არის გაერთიანებული ძალა და უკვე დიდი ხანია ლუსტრირებულნი არიან. ქართული საზოგადოება უნდა გაერკვას, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. ახლა მიმდინარეობს ბრძოლა რუსეთის ახალი იმპერიის წინააღმდეგ. ამ იმპერიის სატელიტები, მარიონეტები არიან ვაშაძის მხარდამჭერები, ისინი რუსეთის პროპაგანდისტული მეხოტბეები და თანამედროვე ორჯონიკიძეები და მახარაძეები არიან.

ცალკეული ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ არჩევნების მეორე ტური დემოკრატიის ხარისხის ამაღლების წინაპირობაა. თუმცა საინტერესოაქართული ოცნებისყოფილი მრჩევლის ლინკოლნ მიტჩელის შეფასება, რომქართულმა ოცნებამსწორი გზავნილი არ მიაწოდა მოსახლეობას და ქარიზმატული, დინამიური კანდიდატი რომ შეერჩია, არჩევნებზე სხვა შედეგი დადგებოდა. როგორ ფიქრობთ, დადგება თუ არა მეორე ტურში განსხვავებული შედეგი და წაადგება თუ არაქართულ ოცნებასევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც გრიგოლ ვაშაძეს პრორუს კანდიდატად აღიქვამენ?

- აქ წაგება-მოგებაზე აღარ არის საუბარი. ეს არის რუსეთის ნეოიმპერიალისტური ძალის გააფთრებული შეტევა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საქართველოს კომუნისტური პარტიის პოზიციებს სწორედ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და ის ძალები ახორციელებენ, რომლებიც ებრძვიან სალომე ზურაბიშვილს. როგორც საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ შეასრულა ავადსახსენებელი როლი საქართველოს გასაბჭოების პერიოდში, ასეთივე როლს ასრულებს გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ და მისი მომხრეები. ამიტომაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ნიშნავს საქართველოს დაცვას. თუნდაც იმავე ევროპის „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები, ანუ „ნაციონალების“ თავგადაკლული მომხრეებიც კი გაჩუმებულნი არიან და მათაც დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას. ევროპის „სახალხო პარტიაც“ კი მიხვდა, რომ სააკაშვილი ასრულებდა მოსკოვის დაკვეთას და ისიც კი გაემიჯნა თავის აწ უკვე ყოფილ მომხრე ძალას და მხარი დაუჭირა იმ რეზოლუციას, სადაც აშკარად იკვეთება ანტირუსული სენტიმენტი და საქართველოს მხარდაჭერა ამ უსამართლო ბრძოლაში.

სხვათა შორის, იმ რეზოლუციაში ჩაიწერა, ასევე, თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოზე ზეწოლის შესახებ. მოგეხსენებათ, დღეს ანკარა და მოსკოვი სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილებდი ჩვენს საზოგადოებას, როცა ასეთი ცუდი პოლიტიკური ღრუბელი ჩვენს ცაზე არ ჩანდა. მაშინ ვამბობდი, ჩვენ წინ გველის 1921 წლის თებერვლის შავი აჩრდილი. ილუზია არ მაქვს, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ შეიძლება დავმარცხდეთ ისე, როგორც საქართველოს დემოკრატიული მთავრობა დამარცხდა გაავებული ბოლშევიკური რუსეთის ურდოების წინააღმდეგ.

ეს ნიშნავს, რომ მეორე ტური საიმედოდ არ მიგაჩნიათ და შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა იგივე გზა გაიმეოროს, რაც მისმა წინაპრებმა, როდესაც ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ წავიდნენ საქართველოდან?

- არ ვიცი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე გაიმარჯვებს. აქ უკვე აღარ არის ბრძოლა „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის, აქ არის ბრძოლა ორ სახელმწიფოს შორის, დემოკრატიულ საქართველოსა და პუტინის რუსეთის ნეოიმპერიას შორის.

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ისეთს არაფერს წარმოადგენს მთავარსარდლის ფიქტიური ინსტიტუტი, რომლისთვისაც თავის მოკვლა ღირდეს. სინამდვილეში, თუკი ვაშაძემ გაიმარჯვა, ის პრობლემებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას?

- არ არის გამორიცხული, სამხედრო გადატრიალებაც მოაწყოს გრიგოლ ვაშაძემ, რადგან ამ შემთხვევაში, ვაშაძის ხელში გადავა უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები. ვაშაძემ შეიძლება აამოქმედოს შეიარაღებულ ძალებში სავარაუდოდ არსებული მეხუთე კოლონის ელემენტი, შეიძლება მოახდინოს უკრაინიდან და სხვა ტერიტორიებიდან გასამხედროებული პოლიტიზირებული სამხედროების ჩამოყვანა და ქართული შეიარაღებული ძალების გახლეჩვას შეეცადოს. მით უმეტეს, ვაშაძემ უკვე დაიწყო სამხედროების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს პირველად მოხდა მთელი არჩევნების განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებას, რომელიც განახორციელეს კიტოვანმა და ჯაბა იოსელიანმა ედუარდ შევარდნაძის ჩართულობით. მას შემდეგ საქართველო სამხედრო გადატრიალების რეალური საფრთხის წინაშე არ დამდგარა. მათ შეიძლება გამოიყენონ ის სამხედროები, რომლებიც პოლიტიზირებულნი არიან და, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ. „სოციალ-დემოკრატებს“ თავის დროზე ჰყავდათ თავიანთი „ეროვნული გვარდია“, კომინისტურ პარტიას კი გაუჩნდა წითელი პარტიზანები. ჩვენ 1921 წლის ისტორია ძალიან ცუდად ვიცით. 21 წელს მარტო ბოლშევიკური ურდოები არ შემოჭრილან საქართველოში, არამედ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მაშინ ებრძოდნენ კომუნისტური პარტიის მიერ მართული ე.წ. წითელი პარტიზანები, ანუ გასამხედროებული წითელი გვარდიის ნაწილები, მათ შექმნეს წითელი ბანდები, რომლებიც პარტიზანული ომის მეშვეობით ახორციელებდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლას. დღესაც იგივე მეორდება. სააკაშვილი და ვაშაძე თავიანთი გასამხედროებული პოლიტიზირებული წითელი პარტიზანების მეშვეობით ცდილობენ, შეიტანონ შუღლი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ვაშაძე კი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, შეიძლება შეეცადოს არმია გამოიყენოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. იმედია, საქართველოს შეიარაღებული ძალები დადგებიან თავის სიმაღლეზე და ამ ავანტურას არ წამოეგებიან. სხვათა შორის, 7 ნოემბერს და 26 მაისს „ნაციონალებმა“ შეიარაღებული ძალები თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს. 26 მაისს ეს აშკარად ჩანდა, როცა პოლიტიზირებული შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში.