“რესპუბლიკელების” მკაფიო მხარდაჭერა ვაშაძისადმი მეტნაკლებად მიეხმარება იმ ანტინაცქოც ამომრჩეველს რთული გადაწყვეტილების მიღებაში, ვინც აპირებს ბიძინა/სალომეს წინააღმდეგ ხმის მიცემას და ამ მოტივით გრიგოლის შემოხაზვას”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
დავით ბერძენიშვილის აზრით, ორივე კანდიდატის გადახაზვის შეთავაზება სწორედ ვაშაძისთვის ხმის დაკლების ამოცანას ემსახურება.
“არაფერს მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მე მისი არც ღია და არც შეფარული გულშემატკივარი არ ვარ. ეს ქოცების და ქოცების თანამგზავრების “ფუფუნებაა”… პოლიტიკური კალკულაციააო, რო დაარქვეს ახლახანს ჩვენს პოზიციას და ასეთი მიდგომა უღირსებოაო, რომ ამოთქვეს მორცხად და მოგუდულად, მაინც გამიკვირდა. “რესპუბლიკელების” მკაფიო მხარდაჭერა ვაშაძისადმი მეტნაკლებად მიეხმარება იმ ანტინაცქოც ამომრჩეველს რთული გადაწყვეტილების მიღებაში, ვინც აპირებს ბიძინა/სალომეს წინააღმდეგ ხმის მიცემას და ამ მოტივით გრიგოლის შემოხაზვას… 5- იანი რომ 2004 წლის, ან 2006 წლის მერე აღარ შემოუხაზავს. “რესპები” ამ ადამიანების პარტნიორები ვართ და ჩვენც ვმყარდებით ჩვენს არჩევანში მათთან საქმიანი დიალოგით.
იგივე მინდორზე უშუალო სახელისუფლებო მხრიდან ვერავინ გამოვა, ყველა გაკოტრებულია ამ ტიპის ამომრჩევლების თვალში, ამიტომ, არარსებული ” მესამე არჩევანის” გამოგონება, ორივეს გადახაზვის შეთავაზება სწორედ ვაშაძისთვის ხმის დაკლების ამოცანას ემსახურება. ჰოდა, რომ ვნახავთ, რომ სტატისტიკური შეცდომის ფარგლებში იქნება ასეთი ბიულეტენები( არც ითვლება ჩვენთან ცალკე ” ყველას წინააღმდეგ”), თუ სალომეს წაადგება ეს მიდგომა და უშველის, გამარჯვებულების ნავს მიუახლოვდებიან, თუ ვერ უშველა, მაინც აღარაფერი აქვთ დასაკარგი. არჩევანი ორ კაცში, ორ პოლიტიკურ ძალაში, ორპოლუსიან არჩევნებში რომ ორია და არა სამი, ბავშვმაც კი იცის.
გაკვირვებული ჯერ და გაღიმებული მერე ინგა გრიგოლიას სახე მიდგას წინ. სალომეს ვერაფერს ვურჩევ მეთქი, ამით დავიწყე. როცა საპრეზიდენტო კანდიდატს ხელისუფალი გაგაქრობს, შენს გვარსაც კი მკრთალად დატოვებს ბილბორდზე და საკუთარ თავს გამოფენს, მის ამალასაც კი თავზე დაგასვამს, ასეთ დროს თავმოყვარეობა სად ჩატენე? რად გიღირს სახიფათო ადამიანის ხელში მანიპულირებისთვის ეს თანამდებობა? ჯერ ხო გადაუჭრა ბიძინამ სალომეს სამომავლოდ ოპოზიციასთან, არასამთავრობოებთან, საზოგადოებასთან მისასვლელი გზა… მარგველაშვილის მაგალითმა ის დაარწმუნა, რომ თუ წინასწარ ძალიან არ გასვარა, ისეთი პრეზიდენტი სანდო არაა და ახლა ” ორი საქართველო” აძახებინა ბიძინამ… ჰყოფს და არ აერთიანებს ქვეყანას. ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო, ერთმანეთზე წაკიდების საქმეში ინსტრუმენტად, ჟანგიან მოსამართ თოჯინად აქცევს ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს. ”
მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი…..ამდენიც რომ არ იცის, რომ ეს ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. 70 %- ს ავიღებო და იმის ნახევარი მიიღო და ახლაც გაჯიუტდა შეცდომაში ბიძინა და ამ სიბრიყვეს იტანს ყოფილი ” მომავალი პრეზიდენტი”.
სწორად ურჩევენ ბიძინას კვალიფიციური თანამგზავრები საჯარო თხოვნით, შეძახილებით, აფორიაქებულები, თითებზე დათვლით. იმას კიდევ ეს მომაბეზრებელი მრჩევლები რომ არ უნდა, ვერ გაიგო ამ ხალხმა. ნაწილობრივი თავმოყვარეობა, ნაწილობრივი თავისუფლება, წარსულის დისკომფორტის გამო არაპროგნოზირებადი მომავლის შიში – ეს არაა გზა პროგრესისკენ. როცა პოლიტიკური ინსტიტუცია სარისკო ნაბიჯის გადადგმას, შეცდომის დაშვების შიშს გაურბიხარ და ჭაობში ჩახრჩობის საფრთხეს ჯიუტად არ ხედავ, მიუხედავად შენი ინტელექტისა, პიროვნული წესიერებისა და ა.შ. ხარ ამ ჭაობის შემადგენელი, მით უმეტეს, დაჭაობების სათავეებთანაც თუ ხარ ნამყოფი… და ჭაობის სისტემის მიმღებ ადამიანებს თუ ჯგუფებს არ მიუნგრევიათ საბჭოთა კავშირი, შინ და გარეთ ამ სისტემასთან დაპირისპირებულმა ძალებმა დაანგრიეს.
ცენტრალური აზიის მოკავშირე რესპუბლიკებიდან განსხვავებით, საქართველო არ დალოდებია, როდის გარიცხავდნენ სსრკ-დან, იბრძოლა საქართველომ.
სალომეს მივუბრუნდები, იგივე მედლის პირველ მხარეს. უღირსებობაა ფსევდო, დანიშნული პრეზიდენტობა, მით უმეტეს, იქ და მაშინ, სადაც და როცა ეს არ სურთ. თამაშიდან გასვლა აჯობებდა მისთვის ამ გაფუჭებულ საქმეზე, შვილების სამშობლოში დასვენება ერთხანს, მათ წინაშეც მართალი იქნებოდა. არ იციან ამ ახალგაზრდებმა აქაური რეალობა. პატივს ვცემ მათ თავდადებას და არ უნდა ამყოფონ გაურკვევლობაში, მაგრამ, ამის თავისუფლება სალომემ ბიძინას ჩააბარა, ” უდავს”, როგორც ეძახდნენ სხვა პოსტსაბჭოთა მაფიოზები … და არა მარტო. ბიძინა გაასწრებს. და მისი ღირსება/ უღირსებობა სულ არ მადარდებს”, – წერს დავით ბერძენიშვილი.