სააკაშვილის მორიგი ტყუილი:  ექსპრეზიდენტის ხელისუფლების დროს არჩევნები სამუშაო დღეებში ტარდებოდა

სააკაშვილის მორიგი ტყუილი: ექსპრეზიდენტის ხელისუფლების დროს არჩევნები სამუშაო დღეებში ტარდებოდა

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს ჩატარდება.

კვირის არასამუშაო დღეს, არჩევნების დანიშვნას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ თარიღის გამო, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნაზე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს საუბრობდა.

ჯერ კიდევ მაშინ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში არცერთი არჩევნები არასამუშაო დღეს არ გამართულა.

უფრო მეტიც, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ კვირას, დასვენების დღეს იმართებოდა.

„ჩემი ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელია და მგონი, არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27 ან 28 ნოემბერს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო... ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისსა და სხვა ქალაქებში. ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში, რათა ხმა მისცენ. უცხოეთში მყოფი ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც ვაშაძეს მასობრივად უჭერს მხარს, კვირაობით დადის არჩევნებზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს გაათავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვამენ ავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად, ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ, რომ ყველაფერზე წავა. ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო, მოვემზადოთ იმისთვის, რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, საპარალამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნების არასამუშაო დღეს გამართვის პრეცედენტი არაერთხელ ყოფილა.

საქართველოში,

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს, კვირას გაიმართა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს, კვირას ჩატარდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - 5 იანვარს, შაბათს

2008 წლის საპარლამენტო არჩევნები - 21 მაისს, ოთხშაბათს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები კი 1 ოქტომბერს, ორშაბათს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამჟამად, პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ №158 ბრძანება გამოსცა, რის შედეგადაც 2011 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. https://matsne.gov.ge

აღნიშნული ცვლილება საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცებას გულისხმობდა.

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული ბრძანების ხელშეწყობით, უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა შეეზღუდა.

2012 წლის პირველ ოქტომბერს, ორშაბათს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ" და მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს, ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირას დანიშნა.

ანალიტიკოს გია აბაშიძეს მიაჩნია, რომ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის პრაქტიკა არც უჩვეულოა და არც უპრეცედენტო.

„საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

 

kvira.ge