დავით ბეგიაშვილი: „მეოცნებეებს“, „მთავარ მეოცნებეს“!

დავით ბეგიაშვილი: „მეოცნებეებს“, „მთავარ მეოცნებეს“!

ხალხმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავები გადადო 6 წლის წინ და „ლანგარით“ მოგართვათ ხელისუფლება, იმის გამო კი არა, რომ განსაკუთრებულები ან გამორჩეულები იყავით, მაშინაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ცუდები და გაგიმართლათ!

იმდენიც იკადრეთ უმადურებმა, გაზულუქულებმა თქვენი და თქვენი ახლობლების კეთილდღეობის მიზნით არაფრად ჩააგდეთ, გააწბილეთ როგორც თქვენი მხარდამჭერები, ნაბრძოლი და ნატანჯი ხალხი, ისე საზოგადოების ის დიდი ნაწილიც რომელმაც თქვენ თავის დროზე ხმა მოგცათ და ხელისუფლებაში მოგიყვანათ. დამნაშავეებს და მწვალებლებს გაუერთიანდით! არ თაკილობთ და „საერთო ლუკმასაც“ ინაწილებთ, კანში აღარ ეტევით! საკუთარ აღმშენებლობაში გართულებს ქვეყანა აღარ გახსოვთ, პასუხისმგებლობა!

ახლაც იგივე მოცემულობაა - საზოგადოება როგორც მაშინ, ორ უარეს შორის უკეთესის არჩვევანს აკეთებს! და უკვე საერთო ფონზე „მამა აბრამის ბატკნებივით“ დიდი ხანია, რომ აღარ ჩანხართ! ეიფორიაში ხართ, ნირვანაში. ქვეყანა არიეთ! შედეგიც სახეზეა...

სანამ გვიან არ არის, გამოფხიზლდით „მოყვასის გაწნულ სილად“ მიიღეთ დღევანდელი დღე, აღიარეთ შეცდომები, გონს მოეგეთ, ჩამოაყალიბეთ პოზიცია და ამჯერად მაინც მყარად, გარანტირებულად უთხარით ხალხს, კონკრეტულად და არა ზოგადად, თუ რისი გამომსწორებლები ან გამკეთებლები ხართ, რომ მომოვალში ამომრჩეველი გამოგყვეთ, მდგომარეობა დასტაბილიზდეს.

თუ არა და ახი ყოფილა თქვენზეც, ჩვენზეც ყველაფერი! განკითხვის ჟამიც მალე დაგიდგებად!

საიანიციატივო ჯგუფის „ბიზნესმენები, თავისუფალი ბიზნესისათვის საქართველოში“ კოორდინატორი და

„ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი

 დავით ბეგიაშვილი.