სოსო პავლიაშვილი „მოქალაქეთა კავშირს“ უმღეროდა

სოსო პავლიაშვილი „მოქალაქეთა კავშირს“ უმღეროდა

მოქალაქეთა კავშირი საარჩევნო კამპანიას ერთობ ორიგინალური ფორმით აწარმოებს, რაც ძირითადად ტაშ-ფანდურით გამოიხატება.

3 ნოემბერს დილით, ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, შევარდნაძის სურათებით აღჭურვილი ახალგაზრდობის კოლონა რუსთაველის პროსპექტს მიარღვევდა და სააგიტაციო ფურცლებს არიგებდა.

მათ წინ მიუძღოდათ სასულე ორკესტრი, რომელიც სამამულო ომის მელოდიებს ასრულებდა.

საღამოს კი, რესპუბლიკის მოედანზე ედუარდ შევარდნაძესა და მოქალაქეთა კავშირს უმღეროდა ამავე პარტიის წევრი სოსო პავლიაშვილი.

მოქალაქეთა კავშირის ლიდერები მოედანზე მოცეკვავე ახალგაზრდებს შიგადაშიგ ახსენებდნენ, რომ ხმა მათი პარტიისათვის უნდა მიეცათ. ნავარაუდევია ტელეფესტივალ „მანას“ დახურვაზე სახელმწიფოს მეთაურის დასწრებაც, რომელზეც ალბათ შესრულდება ცნობილი სიმღერა „დარჩით ჩვენთან, ნუ მიგვატოვებთ“.