"2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობის" გამარჯვების შანსები დაბალია. სალომე ზურაბიშვილი 54%-ით გაიმარჯვებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი "ნაცმოძრაობის" დომინანტი პარტია იქნება "ევროპული საქართველო" - ასეთ პროგნოზს აკეთებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელსაც "რეზონანსი" მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაესაუბრა.
ვახტანგ მაისაია: წინასაარჩევნო ფონი სამკაოდ აგრესიულია და ძალიან წააგავს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს. ძირითადად ბრძოლა მიმდინარეობს ორ პარტიას, "ნაცმორაობასა" და "ოცნებას" შორის, მეხამრიდის როლს კი თამაშობს "ევროპული საქართველო".
"ნაცმორაობას" სხვა გზა აღარ დარჩა, ამიტომ დაიწყო აგრესიული მოქმედება და კომპრომატების ომი. როგორც ჩანს, "ოცნება" ბოლომდე აცლის "ნაცმოძრაობას" პიკს რომ მიაღწიოს და მერე ჩართავს წამზომს. გამოიყენებს პოლიტექნოლოგიურ მანევრს, მაქსიმალური დარტყმის ეფექტს, ეტყობა "ოცნებას" საკმაოდ კარგი პიარტექნოლოგები ჰყავს.
- თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსები აქვთ არჩევნებში მონაწილე საპრეზიდენტო კანდიდატებს?
- "ნაციონალური მოძარაობისთვის" ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა, თუ ამ არჩევნებში დამარცხდა, უფრო გამარგინალდება და ჟირინოვსკის პარტიას დაემსგავსება. "ევროპული საქართველო" გახდება დომინანტი ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მარტივად დაშლილი "ნაცმოძრაობის" სატელიტი პარტიები მას შეუერდება. ამ ეტაპზე ისინი უკვე აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ბრძოლა მიდის არა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, არამედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იგი საპრეზილენტო არჩევნებში 54%- 55%-ის ფარგლებში გაიმარჯვებს.
- ანუ, პირველივე ტურში?
- შესაძლოა პირველივე ტურში, თუმცა არც მეორე ტურს გამოვრიცხავ?
- მოსახლოების მაღალ აქტივობას თუ ელით?
- საკმაოდ დაბალი აქტივობა იქნება, არჩევნებზე დაახლოებით მოსახლეობის 34%-ი მივა. ჩემი აზრით, აგრესიული, მაგრამ საკმაოდ მარტივი და ექსტრავაგანტური არჩევნები გვექნება.
- არჩევნების თემას არ უკავშირდება, თუმცა აქტუალურია, თქვენი აზრით, როგორ იკითხება დიპლომატიურ ენაზე ამ დღეებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ კარასინის განცხადება რუსეთ-საქართველოს ჩიხში შესულ ურთიერთობებთან დაკავშირებით?
- კარასინის განცხადება გაკეთებლი იყო ულტიმატუმის ენაზე. რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ჩიხურ ურთიერთობებს საქართველო მარტო ვერ მოაგვარებს, ეს პრობლემა სტარტეგიულ მეგობრებთან ერთად უნდა გადაწყდეს.