„რა გამოდის, ივანიშვილი ამ ყველაფრის მძევალია?“ - ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

„რა გამოდის, ივანიშვილი ამ ყველაფრის მძევალია?“ - ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის" ირგვლივ ატეხილ სკანდალს ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს. ხოლო ეს შთაბეჭდილება მიმდინარე პროცესებიდან იქმნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ მას არ ესმის რატომ იღებს ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას, რადგანაც მიაჩნია, რომ ის ამ ყველაფერში მაინც არაფერ შუაშია. ხუხაშვილი სვამს კითხვას, „მაშინ რა გამოდის, ივანიშვილი ამ ყველაფრის მძევალია?"

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება ფანტაზიის ყველა სფეროს სცდება და ეს ყველაფერი პირიქით, ამ ჯგუფის კომპრომატირებას ნიშნავს. ხუხაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ამტკიცებს ყიფიანი, რომ ტანი მისია და თავი არა?!

- პროკურატურამ ლევან ყიფიანის მიერ ფარულ ჩანაწერებზე მიცემული ჩვენება გაასაჯაროვა, სადაც ყიფიანი აცხადებს, რომ ყველა მათი საუბარი ოქრუაშვილის მიერ არის დადგმული და ის ამაში მონაწილეობას იღებდა...

- ამის კომენტირება უკვე ძალიან მძიმეა. ხელისუფლება, ჩემი აზრით, ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს. ამ ყველაფერს ცდილობს, რომ სამართლებლივი შეფუთვა მისცეს და კარგ შემთხვევაში ვიღაცას ბრალდებები იქით შეუტრიალოს. იმაზე არავინ ფიქრობს, რომ ეს საქმე საქართველოს სამართლის ფარგლებს სცილდება და ძალიან მძიმე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განზომილება აქვს.

ამ სამ ასპექტში აბსოლუტურ კატასტროფაში შედიან. აბსოლუტურად ფანტასტიკურ სიუჟეტებს ვისმენთ. დაახლოებით ახლა მე რომ ჩვენება შოთა რუსთაველის წინააღმდეგ მივცე, რომ "ვეფხისტყაოსანი" ჩემი დაწერილია და იმან მომპარა. დაახლოებით ამაზეა საუბარი. სამართალდამცავი სისტემა თავს ძალიან რთულ სიტუაციაში იგდებს, როდესაც ამ ყველაფერზე თავს უქნევს.

- ფიქრობთ, რომ ლევან ყიფიანი გამოიყენეს? რა როლი აქვს მას ამ ყველაფერში?

-  ლევან ყიფიანი თავისი ჩვენებებითაც კი უკვე დამნაშავეა. ფაქტიურად აღიარებს, რომ ოქუაშვილთან ერთად თაღლითობა ჩაიდინა. თაღლითობა თაღლითობაა, გინდა უცხოელი მოატყუე და გინდა შენი თანამემამულე. ლევან ყიფიანი და ოქუაშვილი უკვე ნაკლებად საინტერესოები არიან. საით მიდის ეს ქვეყანა? სად არის ინსტიტუტები?

ფაქტობრივად ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც ამ ყველაფერში ჩართული არ იყოს. რა ვუყოთ მაშინ სხვა ჩანაწერებს, სადაც სცენაზე ყიფიანი არ არის და სხვა ფიგურანტები არიან. იქ რას ვარჯიშობენ, ვინ ვარჯიშობდა. ასევე მოდის დასკვნები, რომ ეს ჩანაწერები აუთენტურია, ამას რა ვუყოთ? ხელის გაშვერა ხდება ბიძინა ივანიშვილზე. პარაქტიკულად ვერასდროს წარმოვიდგენ და არც წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი ამაში ჩართული ყოფილიყოს. ფაქტია, ფიგურანტებს აწყობთ, რომ პასუხისმგებლობა ივანიშვილმა გაიზიაროს.

- თავად ბიძინა ივანიშვილიც იზიარებს ამ პასუხისმგებლობას? არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ის არ იცილებს თავიდან?

- საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი როგორც მიდის, ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს. იმ ფორმით, რა ფორმითაც რეაგირება ხდება, ივანიშვილი თანახმაა პასუხისმგებლობა გაიზიაროს. რაზეც ჩემი აზრით, ამაზე პასუხისმგებელი ნაკლებად არის. ასე რატომ ხდება, ამ კითხვაზე გ.ხ: საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი როგორც მიდის, ბუნებრივია ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს. იმ ფორმით, რა ფორმითაც რეაგირება ხდება, ივანიშვილი თანახმაა პასუხისმგებლობა გაიზიაროს. რაზეც ჩემი აზრით, ამაზე პასუხისმგებელი ნაკლებად არის. ასე რატომ ხდება, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. რა გამოდის მაშინ? მძევალია ამ ყველაფრის?

- ოქუაშვილს თუ ამდენი ხანი ეს ჩანაწერები ჰქონდა, რას ელოდებოდა მაშინ? ანუ გამოდის, რომ საქმეს აგვარებდა და რომ ვეღარ მოაგვარა მერე გამოააშკარავა?

- ოქუაშვილი ხომ ანგელოზი არ არის. მას ნუ მოვთხოვთ ახლა რაღაც გმირობას. ის თავის პირად ინტერესებს იცავს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოქუაშვილი ამ ყველაფერს სახელმწიფოს სახელით აკეთებს. ის ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდა. როდესაც ჩათვალა, რომ მისი პირადი ინტერესები ირღვევოდა, მერე გამოაქვეყნა ეს ყველაფერი. აქ გასაგებია, ეს არ არის ისტორია, სადაც რომელიმე მხარე ან მართალია ან მტყუანი.

ყველას თავისი პასუხისმგებლობა ეკისრება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან ჩართულები და ფანტაზია ყველანაირ ზღვარს სცდება. ყიფიანს არ ერჩივნა ეთქვა, რომ ყველა ჩანაწერია ფალსიფიცირებულიაო? ამას უფრო დაუჯერებდა ხალხი. ახლა ამტკიცებს ტანი ჩემია და თავი არაო. ყველაფერზე უბრალოდ უარი ეთქვა, ვიდრე ეს საოცრება ელაპარაკა.

- ეს საქმეები ლონდონის ან საფრანგეთის სასამართლოებში რომ გაირჩეს, რა იქნება მათი რეაქცია. ამას ვინმე დაიჯერებს?

- იქ მოსამართლეს ეს ჩვენება სასცილოდ არ ეყოფა. ეს ხომ პირიქით, ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატად იმუშავებს. ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოსამართლე უბრალდო სიცილით მოკვდება. იქ ჯვარედინი კითხვები დაისმება. მიმდინარეობს საუბარი, რომ ავტომობილი რომლითაც ბანკიდან ფული წაიღეს არ არსებობს, ანუ რა გამოდის, ნომრები ვიღაცამ გააყალბა. მაშინ კრიმინალთან გვაქვს საქმე.

ეს არ უნდა იქნას გამოძიებული? ახალი და ახალი კითხვები ჩნდება. ვიღაცას უნდა რომ ამ ყველაფრის ლოკალიზება ქართული სამართლის სისტემაში მოახდინოს და იქით შეუტრიალოს. თუმცა დიდ სურათს აღარ უყურებს. მათ ჰგონიათ, რომ ამ სამართლებლივი შეფუთვით ყველაფერი გადაგორდება, მაგრამ ასე არ მოხდება. ამ ტიპის შეფუთვებით, საკუთარ მხარეზე კომპრომატს აგრივებენ. ბუმერანგის პრინციპით მოქმედებენ.

- ვხედავ, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და კომპრომატებით ომი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. რა შეიძლება კიდევ ზედაპირზე ამოვიდეს და ხელისუფლებას ეს უკან როგორ დაუბრუნდება?

- ძალიან უცნაური სიტუაციაა, ერთის მხრივ ხელისუფლება ძალიან მძიმე სიტუაციაში ვარდება, მაგრამ მეორეს მხრივ არაფერი უკეთესი ალტერნატივაც არა აქვთ. ხელისუფლებას ის ოპოზიციას ადანაშაულებს, რომელიც მსგავს დანაშაულს თავადაც ჩადიოდა. ან ხალხს ალტერნატივა არა აქვს. ფაქტობრივად ეს ყველაფერი ხალხს აჩვენებს, რომ მას სხვა არჩევანიც არა აქვს. ყველა ერთმანეთზე უარესია, ასეთ დასკვნას აკეთებს საბოლოოდ ხალხი, ეს კი ყველაზე ცუდია.