აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკა დილემის წინაშე დგას - 2019 წლის თებერვლიდან მაისის შუა რიცხვებამდე ენგურჰესის სარემონტო სამუშაოებია დაგეგმილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დე ფაქტო რესპუბლიკას დენი უბრალოდ არ ექნება.
რუსეთის ფედერაცია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა „რესპუბლიკას“ მხსნელად მოევლინოს და მიაწოდოს დენი, მაგრამ, თავის მხრივ, აფხაზეთსი ჩასულმა დუმის დელეგაციამ ფაქტიურად ულტიმატუმი წამოუყენა აფხაზებს.
კერძოდ, რუსეთის დუმის წევრებმა აფხაზებს შესთავაზეს, რომ კრასნოდარის ოლქიდან მიაწვდიან ელექტროენერგიას და დამატებით სარემონტო სამუშაოებსაც საკუთარ თავზე აიღებენ, სამაგიეროდ კი რუსეთის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეიძინონ უძრავი ქონება და მიწა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
რუსეთის დუმის დეპუტატი ერთერთი წევრი ვლადიმერ კატენევი აღნიშნავს, რომ ენერგოკომპანია „როსსეტის“ შეუძლია, რომ „რესპუბლიკის“ ენერგოსისტემის მოდერნიზებაში ინვესტიციები ჩადოს. მისი თქმით, წინასწარი გათვლები უკვე გაკეთებულია და ცნობილია, რომ პროექტის განსახორციელებლად საჭირო იქნება დაახლოებით 1.5 მლრდ რუსული რუბლი (დაახლოებით 37.5 მლნ ლარი).
„ჯერჯერობით გაურკევევლია ვინ არის ჰიდროელექტრო სადგურის სარემონტო სამუშაოების დამკვეთი - ქართული მხარე, აფხაზური მხარე, თუ სახელმწიფოთაშორისი პროექტი იქნება. პრობლემები არსებობოს, ისინი განხილულ იქნა , თუმცა მათი გადაწყვეტის მექანიზმის დასახელებული არ იყო“. - განაცხადა კატენევმა.
რუსული დუმის დეპუტატი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასული დელეგაციის წევრი პაველ შპეროვი ამბობს, რომ აფხაზეთი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგება მაშინ, რომდესაც 2019 წელს ენგურჰესის რემონტი დაიწყება, მაგრამ აქვე დასძენს, რომ გადაწყვეტილების მიღება გართულებულია აზრთა სხვადასხვაობის გამო.
„ჯერ რთულია იმის თქმა, თუ როდის მივალთ საბოლოო დასკვნამდე. რუსეთისთვის ამ შესაძლებლობის მინიჭების (ტერიტორიებისა და უძრავი ქონების გასხვისების) მომხრეებს იმედი აქვთ, რომ ინვესტიციებს მიიღებენ, ხოლო მოწინააღმდეგეებს კი ეშინიათ, რომ რუსები ბევრ ტერიტორიას შეიძენენ“, - თქვა შპეროვმა.
აფხაზეთის „ხელისუფლებამ“ რუსეთისთვის პირდაპირი უარის თქმისგან თავი შეიკავა და ელექტროენერგიისა და მთელი ამ სისტემის სარემონტო სამუშაოების სანაცვლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისების კანონის მოხსნა შესთავაზა „აფხაზეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე“, რაშიც გალის რაიონი იგულისმევა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში „კონსტიტუციითაა“ გაწერილი, რომ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენა. მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეს“ შეუძლია.
პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით რთულია რაიმე წინასწარი დასკვნის გაკეთება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები გაჯიუტდებიან და კომპრომისზე არ წავლენ, რუსეთი საერთაშორისო არენაზე თავის იმიჯს არ შელახავს და გარვეული შეზღუდვების სანაცვლოდ, მაინც მიაწვდის ელექტროენერგიას „აფხაზეთის რესპუბლიკას“.
„უძავი ქონების გასხვისება ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზებისათვის. არსებობს სამი საკითხი, რომელსაც აფხაზეთის საზოგადოება არანაირად არ თმობს, ესენია: მიწაზე საკუთრება დაუშვებელია, მეორე - უძრავი ქონების სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყიდვა და მესამე - კავკასიური გზის გაყვანა რუსეთიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამ სამ საკითხში აფხაზები ძალიან კატეგორიულები არიან.
„ეჭვი მეპარება, რომ რამე შეცვალონ. მით უმეტეს, ხაჯიმბა უკვე მოწყვლადი ფიგურაა და მის წინააღმდეგ მუდმივად ტარდება გამოსვლები. მან ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, საბოლოოდ დაიმარხავს თავს. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ აფხაზებმა უახლოეს მომავალში ეს საკითხი დათმონ, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას - თებერვალი მალ მოვა და ყველაფერს ვნახავთ.
„აფხაზეთში რუსეთი დიდად გულზე არ ეხატებათ, თან იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში უშუქოდ დატოვებენ, ეს რუსეთისთვის იქნება სრული კატასტროფა. რუსეთმა, თავის დროზე, ჩეჩნეთთან ომის გამო რამდენჯერმე ჩაკეტა აფხაზეთის საზღვარი და ამით გაიფუჭა ურთიერთობა აფხაზებთან - დღემდე ახსოვთ აფხაზებს, როგორი ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო რუსეთმა მათ.
„აფხაზეთის უშუქობა რუსეთს ძვირად დაუჯდება, ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ მოსკოვი ამაზე წავიდეს. რუსეთს უფრო მოუწევს უკან დახევა ამ საკითხში, ვიდრე აფხაზეთს. მსოფლიოში რუსეთი თავს იწონებს იმით, რომ მფარველობს და იცავს აფხაზურ საზოგადოებას და თუ აღმოჩნდება მათ დენს ართმევს, ლეგენდა მფარველი რუსეთის შესახებ აორთქლდება. უფრო მეტად მოწყვლადი გახდება რუსეთი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ასევე აფხაზების თვალში.
„გამოსავალს ისინი ნახავენ და, მგონია, რომ შესაძლოა ფული გადაახდევინონ დენში. აფხაზები, პრაქტიკულად, უფასოდ მოიხმარენ დენს. შესაძლოა ისიც, რომ ფული ვერ ამოიღოს აფხაზური მოსახლეობისგან, მაგრამ მიწოდებული ფული შეუმციროს, სამაგიეროდ დენით უზრუნველყოს და ა.შ“ ” -დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.