თაკო ჩარკვიანი: ძალიან შევწუხდი, როდესაც იქ ის სახეები დავინახე, რომელთაც პატივს ვცემ და მიყვარს

თაკო ჩარკვიანი: ძალიან შევწუხდი, როდესაც იქ ის სახეები დავინახე, რომელთაც პატივს ვცემ და მიყვარს

5 ოქტომბერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში ამომრჩეველს შეხვდა. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ესაუბრა წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც მის მიმართ წარმოებულ აგრესიულ ქმედებებზე, ასევე მომავლის გეგმებზე.

რუსთაველის თეატრში ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ფიგურები სიტყვით გამოვიდნენ, მას აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგმეს ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ ანტიკამპანიაა აგორებული. მათ შორის იყვნენ რობერტ სტურუა, ზურაბ ყიფშიძე და ა.შ.

„რეზონანსთან“ საუბრისას „ნაციონა;ური მოძრაობის’ მხარდამჭერმა, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაუშვებელია, ხოლო ქართული კულტურის წარმომადგენლების მსგავსი პოზიცია დასანანია:

„ეს მათი ნებაა. მე შემიძლია მხოლოდ სინანული გამოვხატო იმ თვალსაზრისით, რომ  შესაძლოა ვიღაცას არ მოსწონდეს სააკაშვილი, პეტრე, ივანე და ა.შ., მაგრამ ყველას შეგიძლიათ მისცეთ ხმა, გარდა ერთისა - ის ერთი არის სალომე ზურაბიშვილი. ეს ქალბატონი არის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ქმნილება. 

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მათ კარგად არ აქვთ გაანალიზებული ან არ სჯერათ იმის, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ქალის არჩევამ.

„წლების განმავლობაში ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში ჰყავთ იგივე მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები და ა.შ. ძალიან დიდ გასაჭირში არიან თუნდაც მატერიალურად. ამას ბოროტად არ ვამბობს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვალსაზრისით დიდი პატივი აქვს ნაცემი ბატონ ივანიშვილს მათთვის. ამის შემდეგ ადამიანები თვლიან, რომ გვერდით უნდა დაუდგნენ. მე კი მგონია, რომ ეს ის შემთხვევა არაა - ეს ქალბატონი არის საქართველოს დაღუპვა და დაქცევა.

„მე ძალიან შევწუხდი, როდესაც ის სახეები დავინახე, რომელთაც პატივს ვცემ და მიყვარს. მაგრამ ფაქტია, რომ  ისინი დადგნენ ამ ადამიანის გვერდით. მაინც მგონია, რომ მათ არ სჯერათ და იციან, რომ ეს ქალი არის აბსოლუტური უბედურება საქართველოსთვის. ძალიან დასანანია.  

„ქართველი ძალიან გონიერია. ეს არჩევანი მათი საქმეა, მაგრამ მხოლოდ ეს ადამიანები, საბედნიეროდ, არ გადაწყვეტენ არჩევნების ბედს საქართველოში. ამ ყველაფერს გადაწყვეტს მხოლოდ ხალხი“, - აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი.