დაბერების პროცესი გენეტიკასა და თავის მოვლაზეა დამოკიდებული, მაგრამ ქალს აქვს ჩვეულებები, რომლებიც ნაადრევად აბერებს.
1. ვარცხნილობა ”კუდი”, სველი თმის დავარცხნა
მჭიდროდ შეკრული თმა ცვენას იწვევს, რასაც სიქაჩლე მოჰყვება. აგრეთვე, არ შეიძლება სველი თმის დავარცხნა, ბოლოჭამიები გაგიჩნდებათ.
2. მზისგან დამცავ კრემს მხოლოდ სახეზე ისვამთ
იცით, რომ ქალის ასაკს მისი ხელები გასცემს? წაისვით მზისგან დამცავი კრემი ხელებზე მთელი წლის განმავლობაში, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე - ზაფხულობით.
3. ფეხის ფეხზე გადადება, სირბილი
ვენების დაავადებას იწვევს. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ დილაობით მსუბუქი სირბილი სასარგებლოა, მაგრამ ფანატიკური კანზე ნაოჭების წარმოქმნას იწვევს.
4. წარბებს მაკიაჟამდე იკეთებთ
წარბები უნდა გაიკეთოთ საღამოს, პირის დაბანის შემდეგ. ასე აიცილებთ ბაქტერიების გამრავლებას და არც სიწითლის დაფარვა მოგიწევთ კონსილერით.
5. თმას მაქსიმალურ სიჩქარეზე იშრობთ
ასე დაიწვავთ თმას. ფენი უნდა გეჭიროთ თმიდან 15 სმ-ის დაშორებით. დაარეგულირეთ ტემპერატურაც. ტრავმირდება წამწამი და გცვივათ. თვალის გარშემო კანი იჭიმება და ნაოჭებით იფარება. თუ სახის კანს იფხანთ, ისრესავთ, კანი გეჭიმებათ და ნაოჭები გაგიჩნდებათ. გარდა ამისა, შეიძლება ინფექცია შეიტანოთ. აკონტროლეთ მიმიკები.
7. გახსოვთ წარსული წყენა
თუ ვერ ივიწყებთ წარსულის წყენას, ორგანზმში სტრესის ჰორმონი გროვდება. ის იწვევს წონის, არტერიული წნევის, სისხლში შაქრის დონის მომატებას. დაივიწყეთ უსიამოვნებები.
8. ხშირად იპუდრავთ სახეს
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და სახეს მის დასაფარავად დღეში რამდენჯერმე იპუდრავთ, იცოდეთ, რომ ახალი პუდრის ფენით იფარავთ ცხიმით გაჟღენთილ პუდრის ქვედა ფენას, რასაც ფორების დაცობა და კანის გაღიზიანება მოჰყვება.
9. არ გენანებათ მკვებავი
არავითარ შემთხვევაში არ წაისვათ კრემის სქელი ფენა. მის ქვეშ კანი ვეღარ სუნთქავს. ზედმეტი კრემი ხელსახოცით მოიშორეთ.
10. ზედმეტი ნივთები დაგაქვთ ჩანთით
თან ატარეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რათა სიმძიმემ ხერხემალზე არ იქონიოს დატვირთვა.