ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
„ოპონენტებს მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოძებნონ ის ხავსი, რომელსაც მოეჭიდებიან და ეს ხალხი გარეთ გამოიყვანონ. უნდათ, რომ მღვრიე წყალში მიზნებს მიაღწიონ, რასაც ჰქვია ხელისუფლების სათავეში აგენტურის და მარიონეტების მოყვანა. საქმე იმაშია, რომ იმ ძალებისთვის, ვინც ამ ადამიანებს კონკრეტულ დავალებებს აძლევენ, მათთვისაც უცნობია ის პოლიტიკური გულისცემა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. ერთ შეუმდგარ პოლიტიკურ ციკლზე დადიან. უნდათ ევრობიუროკრატიამ ნეგატიური ნაბიჯი გადადგას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რასაც გამოიყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ტემპერატურა აწიონ, ხალხი მოატყუონ და ა.შ. მაგრამ ეს არ გამოუვათ“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.