ოპოზიციის ახალი საარჩევნო სტრატეგია - „კარდაკარი“ კონგრესმენებთან და ვოიაჟები დასავლეთში

ოპოზიციის ახალი საარჩევნო სტრატეგია - „კარდაკარი“ კონგრესმენებთან და ვოიაჟები დასავლეთში

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, იმის მაგივრად, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები რეგიონებში, ქუჩა-ქუჩა გადაადგილდებოდნენ, მოსახლეობას ესაუბრებოდნენ მათი პრობლემების შესახებ და გამოსავალს სთავაზობდნენ, წინასაარჩევნო დაპირებებს გასცემდნენ... საზღვარგარეთ იმყოფებიან. დიახ, არ მოგესმათ, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბერლინშია, „ლელოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი - ბრიუსელში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ვაშინგტონში აქტიურობენ. ეს ყველაფერი მაშინ, როცა რამდენიმე დღის წინ, თინა ბოკუჩავამ დააანონსა რეგიონებში დროშებით სიარული და მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რატომ არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე.

„ლელოს“ ბრიუსელური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მედიაში გავრცელდა, რაც მალევე, თავად პარტიაშიც დაადასტურეს. თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ ვიზიტი, დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობიდან გამომდინარე განხორციელდა და ბრიუსელში მათ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები ელიან. თუმცა, პარტიის შიგნით არსებული წყაროების თანახმად, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი „ახალი ინსტრუქციების“ მიღებაა. იმავე წყაროს ინფორმაციით, „ლელოში“ პრობლემური ვითარებაა: საბა ბუაძემ მერობის კანდიდატობაზე უარის გამო პარტია დატოვა, ხოლო კუპრაძე-ელისაშვილის დაწინაურებამ სხვა ლიდერებიც გაანაწყენა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ასეთი ქმედება უცხო დავალებების შესრულებას ჰგავს და მათში ამომრჩევლის, ან თუნდაც საკუთარი გუნდის ნდობას არ ტოვებს.

ამავე დროს, ვაშინგტონში, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტურ აქტივობას აგრძელებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ფარას“ დოკუმენტებში ირკვევა, რომ პარტიამ ივლისში, მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან - „ნელსონ მალინსი“. ხელშეკრულებას პარტიის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მოაწერა ხელი. დოკუმენტით, ლობისტურ კომპანიას „ნაციონალური მოძრაობა“ სენატსა და კონგრესში საკუთარი ინტერესების გატარებას სთხოვს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის ლობისტურ აქტივობებში ახალი არაფერია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ დიდი ხანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერას ყიდულობს. მათი თქმით, „ნელსონ მალინსის“ დაფინანსება პირდაპირ კაროლინას შტატის კონგრესმენის, ჯო უილსონის კამპანიაში მიდის, რის შემდეგაც, სწორედ ის აქტიურდება და საქართველოში არარსებული „ტრამპ თაუერის“ შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეუძლიათ, იარონ, სადაც უნდათ, მაგრამ იმაში იყვნენ ნამდვილად დარწმუნებულები, რომ ამით ისინი საარჩევნო შედეგს ვერ დადებენ. რატომ წავიდნენ გასაგებია, სჭირდებათ დამატებითი ინსტრუქციები, დამატებითი მითითებები, თუ რა შეიძლება გააკეთონ მუნიციპალურ არჩევნებამდე, თუმცა კიდევ ერთხელ, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც თავის დროზე დაუშვეს და, როგორც ჩანს, იგივე შეცდომას იმეორებენ“, - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან მახაშვილმა.

პრემიერი ირაკლი კობახიძე  კი ამბობს, რომ ჯო უილსონისა და „ნაცმოძრაობის“ წევრების შეხვედრა, ფაქტობრივად, შიდაპარტიული შეხვედრაა. 

„გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც შემდგომ არ განხორციელდა, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, საინტერესო არ არის. ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“, ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეხვედრა, ფაქტობრივად, შიდაპარტიული შეხვედრაა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ფარას“ მონაცემებით, 2021 წლიდან დღემდე, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ლობისტურ კომპანიასთან გააფორმეს კონტრაქტები, რისთვისაც საერთო ჯამში 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს თანხები ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება, თუმცა ხელისუფლების შეფასებით, საქმე გვაქვს არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პარტიის ინტერესების დაცვასთან.

ამ ფონზე, ხელისუფლების გზავნილი ერთია - ოპოზიცია ხალხთან მუშაობას გაურბის, სოფლებსა და ქალაქებს გვერდს უვლის და მთელ ენერგიას უცხოურ ლობისტურ კამპანიებს ახმარს. ასეთ პირობებში, მმართველი გუნდისთვის ნათელია - ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებას არა მხოლოდ შიდა პრობლემებით, არამედ საკუთარი სტრატეგიული შეცდომებითაც განიცდის. 

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან,  ოპოზიციის საზღვარგარეთ ვიზიტებს, კარდაკარ პრინციპით, წინასაარჩევნო გასვლით შეხვედრებს უწოდებს. მისი თქმით, დღეს არცერთი ოპოზიციონერი ლიდერი მოსახლეობას ქალაქებისა თუ სოფლების მასშტაბით არ ხვდება.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია ბერლინში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ატარებს წინასაარჩევნო კარდაკარ შეხვედრებს. წარმოიდგინეთ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენს მოსახლეობას ხვდებოდეს, მათი პრობლემები ესმოდეს და დაპირებებს გასცემდეს, დასავლეთის დედაქალაქებში დარბის. შემდეგ კი ამბობენ, არჩევნებს გვიყალბებენო. ხალხს არ ხვდებიან, რეგიონებში არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ ჩასულა და რა არჩევნების მოგებაზე შეიძლება საუბარი? საქართველოში ოპოზიციას რეალური ამომრჩეველი არ ჰყავს. ბოკუჩავა ხომ თავად აცხადებდა, დროშებით კარდაკარ ვივლით და ხალხს დავარწმუნებთ, არჩევნებზე არ მივიდნენო. სინამდვილეში, მათ ამომრჩეველი არ ჰყავთ და არჩევნებში გამარჯვებას ვერასოდეს მიაღწევენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, „ფარას“ ანგარიშების მიხედვითაც ირკვევა, რომ ისინი დასავლეთში ლობისტურ კომპანიებთან ხელშეკრულებებს აფორმებენ. ბოლო მილიონიანი კონტრაქტიც იმ კომპანიასთან დაიდო, რომელიც დაფიქსირებულია, რომ კონგრესმენ ჯო უილსონს აფინანსებდა.

„ეს ცხადად აჩვენებს, რომ ოპოზიციას რეალური საფრთხე ემუქრება, საერთოდ პოლიტიკური ველიდან გაქრეს. თუ პარტიას პოლიტიკურ სივრცეში არსებობა სურს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. როცა ამას არ აკეთებს, ფაქტია, რომ 2028 წლამდე მათი სრული გაქრობა გარდაუვალია, ამიტომ დადიან ახლა აქეთ-იქით, იღებენ დირექტივებს ქვეყნის არევის მიზნით, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო იქნება“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა სპორტსმენის სიტუაციას ჰგავს, რომელსაც კარიერა აქვს, მაგრამ შეჯიბრებებში არ გადის.

„არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა პოლიტიკური ველიდან გაქრობის ტოლფასი იქნება. ჩემი აზრით, მათი ბოიკოტის კამპანია და ერთმანეთის შეურაცხყოფა დადგმული სპექტაკლია. ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი დგას - ვითომ მსხვილი პარტიები ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს, რეალურად კი საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ არჩევნებზე მივიდნენ და იმ ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირონ მხარი, რომლებიც მონაწილეობენ, ხოლო თუ დაფიქსირდა 400-500 ათასი ხმა, ისინი მეორე დღესვე იყვირებენ, ხომ ხედავთ, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ „ქართული ოცნება“ ხმებს აყალბებსო. იტყვიან, რომ ჩვენ არჩევნებში არ მიგვიღია მონაწილეობა, ხოლო 4-5%-იანმა პარტიებმა დიდი შედეგი აჩვენესო. აქედან მორიგ ზღაპარს შეთხზავენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მარტივად უნდა გასცეს პასუხი - მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებთან და ისეთი შედეგი უნდა დადგეს, რომ საერთოდ ვერავინ თქვას, თითქოს არჩევნები გაყალბდა“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

 

 

გიული გუბაზაძე. ბოკუჩავა მახსოვს თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში სწავლის დროს: მას 10-15 სმ. სიგრძის კეხიანი ცხვირი ჰქონდა! მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა,ვაკეში. მერე ცხვირი პლასტიკური ოპრეციით გაისწორა და გაიმალაზა, შარშან კი ხელოვნურად განაყოფიერებულმა ტყუპები გააჩინა, და მის ტყუპებს ძუძუს მისივე ქმარი აწოვებდა,თინიკო კი მსოფლიო პოლიტიკის რეგულირებით და მიშა სააკიანის ნიფხვების რეცხვით იყო დაკავებული! ეხლაც იგივეს აგრძელებს ბოკუჩავა…
59 წუთის უკან