პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დასავლეთში ვიზიტებს გამოეხმაურა.
„ერთადერთ მიზანს ემსახურებიან, რომ როგორმე იქნებ, გარედან ისეთი კრიტიკა შემოვიდეს, რომელიც რევოლუციისთვის განწყობილი ოპოზიციონერების მხარდამჭერებს აღაფრთოვანებს და გამოვლენ ქუჩაში და მოაწყობენ მეიდანს. მთლიანად ეს არის სცენარი.
აშშ-ში ვიზიტიც და ბრიუსელში ვიზიტიც ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე დესტაბილიზაციის სცენარი განხორციელდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილი ვიზიტს ამერიკაშია, ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი ბერლინში მართავს.