ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც ახერხებს სარეკლამო კამპანიებში ჩართვას.
მსახიობი უკვე სამ წელზე მეტია რაც იტალიური ბრენდის “Calzedonia”-ს სახეა.
სწორედ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გახდა იმის მიზეზი, რის გამოც ჯულიას შიშველ ფეხებს წითელ ხალიჩებსა თუ სხვა ივენთებზე ისე ხშირად ვეღარ ვხედავთ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამ ფაქტით ყველა კმაყოფილი დარჩა - ბრენდიც, რომლის გაყიდვებიც ჯულიას რეკლამის გამოსვლისთანავე იმატებს და თავად ჯულიაც - რომელსაც რამდენიმე მილიონ დოლარს ერთ რეკლამასა და ფოტოსესიაში უხდიან.