თბილისობა მოსკოვში - ვინ მიდის საქართველოდან ღონისძიებაზე და რა ელით რუს სტუმრებს

თბილისობა მოსკოვში - ვინ მიდის საქართველოდან ღონისძიებაზე და რა ელით რუს სტუმრებს

6 ოქ­ტომ­ბერს მოს­კოვ­ში თბი­ლი­სო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ. "თბი­ლი­სო­ბა მოს­კოვ­ში" ასე ჰქვია ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში წელს მერ­ვედ გა­ი­მარ­თე­ბა. მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის თამ­თა ფუ­ლა­რი­ა­ნია.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მოს­კოვ­ში, ერ­მი­ტა­ჟის ბაღ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც ფეს­ტი­ვა­ლის სა­რეკ­ლა­მო პოს­ტე­რი­დან ირ­კვე­ვა, ერთ-ერთი მხარ­დამ­ჭე­რია მოს­კო­ვის კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი კი - "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი".

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს საწ­ნა­ხელ­ში ღვი­ნის და­წურ­ვას შეს­თა­ვა­ზე­ბენ, ას­წავ­ლი­ან ჩურ­ჩხე­ლის ამოვ­ლე­ბას, ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის მას­ტერკლა­სე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა დღის 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და სტუმ­რებს 21:00 სა­ა­თამ­დე უმას­პინ­ძლებს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, ვინ მი­ი­ღებს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­დან და რა აქვთ და­გეგ­მი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს - ამის გა­სარ­კვე­ვად თამ­თა ფუ­ლა­რი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ - მომ­ღერ­ლე­ბი: თორ­ნი­კა კვი­ტა­ტი­ა­ნი, აჩი ფურ­ცე­ლა­ძე, გი­ორ­გი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, ეთერ ბე­რი­აშ­ვი­ლი, თე­ი­მუ­რაზ და ელი­ზა ბუჯ­გუ­ე­ბი, ბიტ­ბოქ­სე­რი ვახ­ტანგ კა­ლან­და­ძე და სხვე­ბი.

ასე­ვე შედ­გე­ბა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, მათ შო­რის ორი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც რუს­მა სტუ­დენ­ტებ­მა გა­და­ი­ღეს. ერთი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი არის სვა­ნეთ­ზე და ქვია - "ვინ არის აქ სვა­ნი", მე­ო­რე სა­ქარ­თვე­ლო­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით - "რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა ნინო".

ვაჩ­ვე­ნებთ გელა ბაბ­ლუ­ა­ნის და მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის ახალ ფილ­მებს. და­გეგ­მი­ლი გვაქვს ქარ­თუ­ლი ენის ლექ­ცი­აც, რო­მელ­საც ლო­მო­ნო­სო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ლია ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი წა­ი­კი­თხავს.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან ვინ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში?

- წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ თაკო ცქვი­ტი­ნი­ძე და აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ჩა­მოვ­ლენ.

AMBEBI.GE თაკო ცქვი­ტი­ნი­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში თბი­ლი­სო­ბის წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბა.

- თბი­ლი­სო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა მოს­კოვ­ში ერ­მი­ტა­ჟის ბაღ­ში ფა­ი­მარ­თე­ბა. მე დღეს მივფრი­ნავ, აჩი ხვალ ჩა­მო­ვა თურ­ქე­თი­დან. წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი, კონ­ცერ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მოხ­დე­ბა ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მოს­კო­ვის მე­რი­ის სა­იტ­ზე­ცაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ რომ "მოს­კო­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გაც­ნო­ბას დე­და­ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად შეძ­ლე­ბენ. წელს დღე­სას­წა­უ­ლი ჩა­ტარ­დე­ბა ისე, რომ სტუმ­რე­ბი ქვე­ყა­ნა­ში იმოგ­ზა­უ­რე­ბენ - გა­ეც­ნო­ბი­ან მის ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რა­სა და ენას.

მოს­კო­ვუ­რი რეს­ტორ­ნე­ბი ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, შეს­თა­ვა­ზე­ბენ სტუმ­რებს ხა­ჭა­პურს, ხარ­ჩოს, ფხა­ლე­ულს, გებ­ჟა­ლი­ა­სა და სხვა კერ­ძებს. ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა ღვი­ნის სა­წურ­ვის მას­ტერკლა­სი - სტუმ­რებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ძვე­ლი და სა­ხა­ლი­სო მე­თო­დით და­წუ­რონ ღვი­ნო.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ნივ­თე­ბი ქარ­თუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით, სუ­ვე­ნი­ე­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან, კე­რა­მი­კუ­ლი ნა­კე­თო­ბე­ბი და სა­მო­სი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­გან" - ვკი­თხუ­ლობთ მოს­კო­ვის მე­რის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე mos.ru-ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.