მერია ვაკელებს მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ

მერია ვაკელებს მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ

თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში საღამოს საათებში განათავსონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაგანცხადებას ავრცელებს.

„დედაქალაქის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის რაიონის მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ქუჩების სისუფთავეს და ტრანსპორტის მარტივ გადაადგილებას“ – წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

1 მარტიდან თბილსერვისმა თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომლის მიხედვითაც ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე მხოლოდ ღამის საათებში გაიტანენ ნარჩენებს – დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-ს პირველ კორპუსამდე. საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.