დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, კერძო კომპანიებზე, მედიასა და სპორტულ ორგანიზაციებზე უსისტემო და უგუნურ კიბერთავდასხმებში.
ცენტრის ინფორმაციით, ამ ჯგუფების კიბერთავდასხმებმა ზიანი მიაყენა მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთსაც და ამ ქვეყნების ეკონომიკა დააზარალა მილიონობით გირვანქა სტერლინგით. ბრიტანელი ექსპერტების მონაცემებით, სწორედ რუსი ჰაკერები არიან დამნაშავე მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოზე 2017 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში, 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ინტერნეტრესურსებში შეღწევასა და 2015 წელს ბრიტანულ ტელეკომპანიებზე მომხდარ კიბერთავდასხმებში.
ცენტრის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს კავშირი აქვს რუსული ჰაკერული ჯგუფების APT 28-ის, Sofacy-ს, Sednit-ის, Sandworn-ის და სხვათა საქმიანობასთან.