“ცხოვრება ყოველთვის გვაყენებს არჩევანის წინაშე, ეს კი მძიმე გადასაწყვეტია…”

“ცხოვრება ყოველთვის გვაყენებს არჩევანის წინაშე, ეს კი მძიმე გადასაწყვეტია…”

2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების" გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო მეგობრებო , დღეს 1 ოქტომბერია!!! ცხოვრება ყოველთვის გვაყენებს არჩევანის წინაშე, ეს კი მძიმე გადასაწყვეტია, მაშინაც, როდესაც მეორე პინაზე ფუფუნებაა და სიმდიდრე და მემგონი მაშინაც, როდესაც პოპულიზმი და საერთო ფეხის აყოლა იმხელა ცდუნებაა, რომ ადამიანები თვალს ხუჭავენ საკუთარ სინდისთან, ამნეზირებული საზოგადოება იძრება იმ ბნელეთში, საიდანც სულ რამდენიმე წელია გამოვიდა, სულმოთქმული და თავისუფალი, ახლა კი ისევ ბრმავდება და ცრუ მჭევრმეტყველთა ფარისეველთა გავლენის ქვეშ ექცევა.

დავიწყებას მიეცა-ავსულის ნებით სადიზმით დასნეულებული ორფეხა ცხოველების ნამოქმედარი, როდესაც ჯოჯოხეთგამოვლილ, ჰუმანიზმი გზას მიიკვლევს - იქ გადარჩევა ჩვეულებრივი საქმეა და სწორედ მათი "საქმის გამოჩინებაზე" დგას ქვეყანა.

სინდისთან მწყრალ ადმიანებს დაავიწყდათ - ციხის კადრები დაავიწყდათ გირგვლიანის დედის ცრემლები, დაავიწყდათ ისევ ჯაშუშათქცეული ქვეყანა და შიში, ვაითუ, ხვალ მე მოვხდე ე.წ. " პროსკრიფციების სიაშიო. დარბეულ მიტინგებსა და გადამალულ თუ მოთხოვნილ გვამებზე არაფერს ვამბობ...

სათნოების ნიღაბს ამოფარებული ჯალათები სამართლიანობის დაცვის სახელით უსამართლობის მტირაჟებელნი აბრუებენ ხალხს და ათასი ტყუილით ცდილობენ, ის რეჟიმი დააბრუნონ, რომელიც ხორცთან ერთად სულსაც ართმევს, ადამიანს უძღებ ვამპირს მიკრულ ტკიპებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე ამიტომ მირაჟივით გამქრალი სიტყვაში დარჩენილი კეთილდღეობა ისე მალე გაივლის, როგორც ერთი დღე და დატოვებული და შენახული ბოროტება სენივით მოედება ქვეყანას.

მე მჯერა, რომ ასე არ იქნება, გონიერბასა და ზნეობას ვერანაირი ძალა ვერ დაამაცხებს და "მონობის ხიბლი" არ აიყოლებს ჩვენ საზოგადოებას, " - წერს ოქიტაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები - ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნები, რომელშიც მმართველი პარტია დამარცხდა. არჩევნების შედეგები აღიარა ყველა მონაწილე მხარემ; საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი დამარცხდა და ოპოზიციაში გადადის. არჩევნები აღიარეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

მერვე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობით კოალიცია "ქართული ოცნება" მოხვდა.