რეფერენდუმი ლატვიაში

რეფერენდუმი ლატვიაში

ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 30 მაისის დადგენილებით, 23 ივლისს ქვეყანაში საყოველთაო რეფერენდუმი გაიმართება. მისი გამართვის ინიციატორი ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ვალდის ზატლერსომი იყო.

რეფერენდუმის, რომელიც ქვეყნის პარლამენტის (სეიმი) დაშლას ეხება, კითხვა ასე ჟღერს: „ემხრობით თუ არა მე-10 სეიმის დაშლას“. კითხვაზე პასუხი ორია „დიახ“ ან „არა“ . გაიმარჯვებს ის ვარიანტი, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნება მხარდაჭერილი. რეფერენდუმი ქვოტას არ საჭიროებს, ის ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავდ თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღებს მასში მონაწილეობას.

კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ზატლერსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავის გადაცყვეტილება აცნობა, მან არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ორი თვისა საკითხი რეფერენდუმზე უნდა გამოიტანოს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნია იმოქმედოს ხალხის საკეთილდღეოდა და მიუხედავა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ და კონსტიტუციურ სიძნელეებს გამოწვევდა, ქვეყნის სეიმის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას რეფერენდუმზე მხარს არ დაუჭერს, მაშინ სეიმი დარჩება, ხოლო პრეზიდენტს თანამდებობიდან წასვლა მოუწევს.

თუმცა ზატლერსმა უკვე მოიხსნა უფლებამოსილება და ქვეყნის ახალ მეთურად ანდრის ბერზინში იქნა არჩეული. თუ ხალხი ზატლერსის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, მაშინ  ბერზინში არ იქნება ვალდებული გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

რეფერენდუმის გაამართვის გადაწყვეტილებამ პოლიტიკური ძვრები უკვე გამოიწვია. ქვეყნის ორმა ნაციონალისტურმა მოძრობამ, თავიანთი გამგეობის სხდომებზე, გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ლატვიის ნაციონალ-კონსერვატიული მიმართულების პარტიამ  „სამშობლოსა და თავისუფლებას/ მოძრაობა ლატვიის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის“  (Tēvzemei un Brīvībai"/LNNK)  და მოძრაობამ „ყველაფერი ლატვიისათვის!“ („Visu Latvijai!“)  გადაწყვიტეს 23 ივლისს, რეფერენდუმის დღეს გამაერთიანებელი კონგრესი გამართონ.

როგორც Tēvzemei un Brīvībai"/LNNK  გამგეობის წევრის, იანის ტომელსის განცხადებით „ეს გადაწყვეტილება,  პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებითა და საზოგადეობისთვის ქვეყნის განვითარების ისეთი ახალი ხედვის შეთავეზების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, რომელიც ერთდროულად პატიოსან პოლიტიკაზე, ეროვნულ ფასეულობებზე და  პარტიების სურვილზე, ნაციონალურ-კონსერვატული ძალების კონსოლიდაციაზე, არის დაფუძნებული“.